მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » 21 მეთოფე ნაკრებში.
2:54 PM
21 მეთოფე ნაკრებში.

როგორც იცით დღეს იმართება ამხანაგური შეხვედრები სადაც არსენალის 21 ფეხბურთელი გამოიძახეს. მათ შორის სამწუხაროდ ვერ მოხვდა ჯეკ უილშირი რომელსაც ტრავმა აწუხებს და სავარაუდოდ მთელი სეზონის განმავლობაში ვერ დაეხამრება კლუბს. ასევე ნაკრებში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს აბუ დიაბი და ანდრე სანტოსი. გასაკვირია რომ მიშელ ბლანმა საფრანგეთის მწვრთნელმა არცერთი ფეხბურთელი არ გამოიძახა ამხანაგურში. ფანების აზრით ნაკრებში თამაშის საშუალება ბაკარი სანიას და აბუ დიაბისთან ერთად შანსი უნდა მიეცეს არსენალის ფრანგ მცველს ლორან კოშელნს რომელმაც საოცარი პროგრესი განიცადა და მსოფლიო დონის ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. ასევე გასაკვირია რომ ნაკრებში თამაშის შანსი არ მიეცა კირან გიბს,კარლოს ველას და ტომაშ როსიცკის.
გამოძახებული მეთოფეების რიცხვი შემდეგნაირია:ჯუ იუნ პარკი,ტეო უოლკოტი,რობინ ვან პერსი,ტომას ვერმაელენი,ვოიცეხ შესნი,ლუკაშ ფაბიანსკი,იოან ჟურუ,ჟერვინიო,მარუან შამახი,ალექს სონგი,ანდრეი არშავინი.
ასევე გამოძახებულნი არიან ახალგაზრდა მეთოფეები 21 წლამდელთა ნაკრებში. ესენი არიან:ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინი,სინ დიკირმოტი,ბენ გლასგო,მარტინ ანგა,ჰეკტორ ბელერინი,კაილ ებესილიო,ნიკო იენერაისი,ოგუზან ოზიაკუპი და სერგე გნაბრი.

წყარო:Arsenal.Com
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 805 | დაამატა: Arsenal | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]