მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » აგუერო მზადაა არსენალთან სათამაშოდ
3:39 PM
აგუერო მზადაა არსენალთან სათამაშოდ

          "მანჩესტერ სიტის" ფორვარდზე, სერხიო აგუეროზე ამბობდნენ, რომ დაზიანება სერიოზული იქნებოდა და გამოტოვებდა მომდევნო თამაშებს, თუმცა მან განაცხადა, რომ წესით იგი კვირას პრემიერ ლიგის მატჩში "არსენალის" წინააღმდეგ მოედანზე გამოვა...

გავიხსენოთ, რომ "სანდერლენდთან" გასულ კვირას გამართული თამაშის შემდეგ (3:3), "ქალაქელების" მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ აგუერომ "სულელური ტრავმა" მიიღო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია დეტალები.

ცოტა ხანში, პრესამ ნათელი მოჰფინა ამ ინციდენტს და შეგვატყობინა, რომ არგენტინელმა ტერფი დაიზიანა. ტრავმის აღმოფხვრის მცდელობის დროს ფეხბურთელმა ალერგიული რეაქცია გამოავლინა, რამაც გამოიწვია დაზიანების უფრო გაღიზიანება.

"ჩელსის წინააღმდეგ მთელი თამაშის განმავლობაში მე მტკიოდა ტერფი. თამაშის შემდეგ, ექიმებმა დამიმუშავეს ტკივილი, მაგრამ მე ვიგრძენი დიდი წვა და შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ კი უარესი ამბავი შემატყობინეს - მითხრეს, რომ მე ვერ ვითამაშებდი სტოკისა და სანდერლენდის წინააღმდეგ". - ამბობს მოთამაშე.

"ჩემი ტრავმა მართლაც ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან ახლა არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ვიბრძვით პირველობისთვის ჩემპიონატში. ახლა მე ჩემი ჯანმრთელობისა და არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად შემდეგნაირად ვიმოქმედებ: დღეიდანვე დავიწყებ ვარჯიშის განახლებას, ვიმუშავებ ბევრს და მოვუფრთხილდები ფეხს. თუ ყველაფერი წავა გეგმის მიხედვით, მთავარ მწვრთნელს შეეძლება ჰქონდეს ჩემი იმედი კვირას ლონდონელებთან მატჩში". - დაასრულა სერხიომ.






კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 646 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]