მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 18 » ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინის ექსკლუზიური ინტერვიუ
6:09 PM
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინის ექსკლუზიური ინტერვიუ
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლეინმა ისაუბრა პრესასთან იმ ფასდაუდებელ გამოცდილებაზე, რომელიც მან ტიერი ანრისთან ერთად ვარჯიშის დროს შეიძინა. ახალგაზრდა მეთოფემ ასევე გაიხსენა ის დრო, როდესაც საუთჰემპტონის ღირსებას იცავდა.

გავიხსენოთ, რომ 22 იანვარს გამართულ შეხვედრაში ალექსმა მიიღო მონაწილეობა მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრაში. თამაშამდე ცოტა ხნით ადრე ანრიმ წინასწარ იცოდა, რომ მისი ახალგაზრდა კოლეგა ითამაშებდა ამ მატჩში.

„ეს იყო ჩემი პირველი თამაში, სადაც მე ძირითად შემადგენლობაში ვიყავი", - აცხადებს ოქსლეიდ-ჩემბერლეინი.

„როდესაც მინდორისკენ მივემართებოდი, ტიერიმ შემაჩერა და ყურში ჩამჩურჩულა: აჩვენე ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლია. მე ვუყურებ შენს ვარჯიშებს და მჯერა, რომ გუნდს დაეხმარები. დაანახე მსოფლიოს, თუ როგორ შეგიძლია ბურთთან ერთად დრიბლინგების გაკეთება - ამ სიტყვებმა მე საკუთარ თავში დამარწმუნა".

არსენალი დამარცხდა, ანგარიშით 2:1, მაგრამ ოქსლეიდ-ჩემბერლეინმა სთხოვა ანრის თავისი თამაში შეეფასებინა, ტიერიმ ღიმილით უპასუხა: „ყოჩაღ შენ! მე ამას მხოლოდ იმის გამო ვამბობ, რომ შენ გამოავლინე ყველა დადებითი თვისება".

„როდესაც მე ბავშვი ვიყავი, ტიერი ჩემი გმირი იყო. ის აკეთებდა ახალ ფინტებს ორიგინალურ სტილში - კლასიკურად. მე ძალიან კარგად დამამახსოვრდა მის მიერ გატანილი გოლი 2002 წელს ტოტენჰემის კარში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო მთელი გუნდისათვის".

„ტიერი ანრის დაბრუნებამ არსენალში ცოტა არ იყოს და ამანერვიულა. მე ვიჯექი სათადარიგოთა სკამზე თეო უოლკოტთან და ტიერი ანრისთან ერთად. ეს დაუვიწყარი იყო. გავიდა ორი-სამი კვირა და მე მიხვხვდი, რომ ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც სხვებისგან გამოირჩეოდა თავისი გამოცდილებითა და სიდინჯით. თამაშის მიმდინარეობისას მე მას ვაკვირდებოდი და ძალიან ამაღელვებელი იყო მისი ემოციები თამაშის ყველა მომენტის მიმართ. ტიერიმ თავის საფეხბურთო კარიერაში ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო არსენალისთვის. ის დარჩა კლუბის სამუდამო ლეგენდად. მას დღემდე აქვს შემორჩენილი გამარჯვების უდიდესი წყურვილი. ის ასევე ძალიან დამეხმარა ახალ გარემოსთან ადაპტირებაში. ტიტი უდიდესი პიროვნება, ბრწყინვალე მოთამაშე და კარგი მეგობარია".

არსენალის ლეგენდის გახსენების შემდეგ ოქსლეიდმა ისაუბრა იმ სიკეთეზე, რომელსაც მეთოფეები ანხორციელებენ გაჭირვებული ადამინებისთვის დასახმარებლად.

„კლუბი ყოველთვის ცდილობს ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს, ჩვენ არაჩვეულებრივი სტილის ფეხბურთის გარდა მინდვრის გარეთაც გვევალება სასარგებლო საქმის კეთება", - აცხადებს ჩემბერლეინი.

„კლუბი ყოველთვის ბედნიერია სკოლებში ან რაიმე ობიექტებში ქველმოქმედების გაწევის დროს. ასეთია ჩვენი კლუბი ბუნებრივად. ჩვენ გვჭირდება მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება ყველასთან, ამიტომ მათი დახმარება ჩვენ დიდად გვახარებს. არსენ ვენგერი სწორედ სიკეთის კეთებისკენ მოგვიწოდებს. სხვათაშორის, მე ძალიან ხშირად ვეკონტაქტები არსენალის გულშემატკივრებს და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ფსიქოლოგიური მდგომარეობა ისეთ კლუბში, როგორიც არსენალია, უმნიშვნელოვანესია".

„მე მხოლოდ 18 წლის ვარ, მაგრამ უკვე ვთამაშობ მსოფლიო დონის ფეხბურთელებთან ერთად. მათთან მუშაობით მე ყოველდღიურად რაიმე ახალს ვსწავლობ. რობინ ვან პერსი ძალიან ჰგავს ტიერი ანრის. თუ ჩვენ ვიმარჯვებთ და მას ვერ გააქვს გოლი, ის სულ არ წუხს ამის გამო. მას სურს ყველა მატჩში გოლების გატანა და გუნდის დახმარება. ამიტომ ის არის საუკეთესო ცენტრფორვარდი მსოფლიოში. მისი მოპყრობა ბურთთან განსაკუთრებულია".

„რობინი ძალიან გახსნილია მინდორზე. ჩემი კლუბში გადასვლის შემდეგ მეორე დღესვე მან მითხრა: მოთმინება, ბევრი ვარჯიში, ყველა მოთამაშის შესწავლა და შენი დრო აუცილებლად მოვა. მახსოვს, როცა ის პირველად მივიდა არსენალში, მან ითამაშა გუნდში ტიერი ანრისთან და დენის ბერგკამპთან ერთად. მაშინ შეიძლება ვერ შევნიშნე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ის შთამბეჭდავი უნარის მქონე მოთამაშეა. რობინი ბევრს ვარჯიშობდა და შრომა დაუფასდა. ახლა ის გუნდის უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი ფიგურაა".

„ტომას ვერმაელენი არის ძალიან კარგი ადამიანი, ლიდერი, გამარჯვებული, ყოველთვის მებრძოლი 110 პროცენტით. მე ასევე გამოვარჩევ ჯეკ უილშირს. წინა სეზონში მე ვნახე მისი თამაში პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. ჯეკი ყოველთვის იბრძოდა, არაჩვეულებრივად ფლობდა და რა თქმა უნდა ფლობს ტექნიკას, ყოველთვის დარწმუნებულია თავის თავში და ამავე დროს იგი მშვიდი და თავშეკავებულია".

„მე ასევე თვალს ვადევნებდი თეო უოლკოტს. ის ყოველთვის გაწონასწორებული, თავმდაბალი და მშვიდია. მას არაჩვეულებრივად ძალუძს მეგობრების დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. თეოს, როგორც წესი აქვს iPod-ი ოთახში. გუნდში ემანუელ ფრიმპონგის შემდეგ ყველაზე ხმაურიანია ვოიცეჰ სჩეზნი. ალექს სონგი და ბაქარი სანია მუდმივად ცეკვავენ და მღერიან ოთახებში - მათთან შეხვედრისას შეიძლება ნებისმიერ სიმღერას მოუსმინოთ".

„მე ხშირად ვუსმენ მუსიკას. არსენალში გადასვლის შემდეგ მე გავაკეთე სპეციალური რეპერტუარი, რომელშიც ყურადღება ვან პერსიზე და ვერმაელენზეა გამაახვილებული. მე პირადად მომწონს R'n'B სტილის მუსიკა (რიტმი და ბლუზი). ბოლო სიმღერა, რომელიც მე მოთამაშეებთან ერთად მოვისმინე, იყო Play & Win - "Ya Baby". ბაქარიმ აღნიშნა, რომ მას ეს სიმღერა ძალიან მოსწონს".

„მწვრთნელმა კარგად იცის, თუ როგორ უნდა გველაპარაკოს ჩვენ. თუ ჩვენ ვმარცხდებით ან ცუდ ფეხბურთს ვთამაშობთ, ის საუბარს მეორე დღისთვის გადადებს. შემდეგ ის ჩვენთან ერთად თითოეულ საკითხს ყურადღებით განიხილავს. როდესაც ის ლაპარაკობს, ცდილობს, რომ მოთამაშისთვის გასაგებ ენაზე ისაუბროს".

ოქსლეიდ-ჩემბერლეინის პროგრესში ვენგერს დიდად ეხმარებიან მრჩეველები - რობ სიგალი და ეიდი იორდი. ალექსს ასევე ძალიან ეხმარება რაღა თქმა უნდა საკუთარი დედა ვენდი და მამა მარკი, რომელიც წარსულში ფეხბურთელი იყო.

„ვენგერთან ერთად ჩემზე ისინიც დიდად ზრუნავენ. ამისათვის მინდა, რომ მათ მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება მამაჩემს, ის ბავშვობაში ჩემი მწვრთნელი იყო, როდესაც საუთჰემპტონში ვიყავი. როდესაც მას ჩემი თამაში არ მოსწონდა, მე ძალიან მწყინდა და ვტიროდი ხოლმე. თუმცა, მან ამ ცუდი ჩვევისგან გამათავისუფლა და როდესაც რაიმეთი უკმაყოფილო იყო მეუბნებოდა: შემდეგში ეს სწორად უნდა გააკეთო".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 707 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Arsenal_Fan   (2012-05-18 8:59 PM) [Entry]
sg vano magari xar:*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]