მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 9 » ალექს სონგს ვენგერთან თავის მომავალზე საუბარი უნდა
3:23 PM
ალექს სონგს ვენგერთან თავის მომავალზე საუბარი უნდა
არსენალის ჩამშლელმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა გამოთქვა არსენ ვენგერთან შეხვედრის სურვილი, რათა ისაუბრონ მოთამაშის მომავალზე, იუწყება Daily Express.

ამ სეზონში სონგი ვენგერის გუნდის განუყოფელი მოთამაშეა. გარდა ამისა, კამერუნელმა ფეხბურთელმა უამრავი საოცარი საგოლე გადაცემა გაუკეთა პარტნიორებს.

თუმცა, არსებული ხელშეკრულების მიხედვით სონგის ხელფასი კვირაში მხოლოდ 55 ათას ფუნტს შეადგენს და მისი კონტრაქტი კლუბთან 2014 წელს იწურება. მალე მოთამაშეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გაუმჯობესებული პირობებით.

ამჟამად, სონგის შესაძენად ყველანაირად მზად არიან იუვენტუსი, პსჟ და რეალი. თუმცა, ალექს სონგი ვენგერს პირობას აძლევს, რომ ხელფასის გაზრდის შემთხვევაში იგი გუნდში დარჩება.

მოგეხსენებათ, არსენალი ახლოს არის იან მ’ვილას შეძენასთან, რომელიც სონგის პოზიციაზე თამაშობს. გარდა ამისა, სონგის პოზიციაზე არაერთხელ უთამაშიათ ჯეკ უილშირს და აბუ დიაბის, რომლებიც ახლოს არიან გამოჯანმრთელებასთან. ალექს სონგს სურს იმაში დარწმუნება, რომ მომავალ წლებში მას უფრო დიდი ხელფასი ექნება და ასევე უნდა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 712 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]