მთავარი »
2012 » მარტი » 30 » ანდრე სანტოსი: "მე მინდა შევიდე არსენალის ისტორიაში"
6:05 PM ანდრე სანტოსი: "მე მინდა შევიდე არსენალის ისტორიაში" |

ბრაზილიელი მცველი დაუბრუნდა ლონდონის "არსენალს" ტრავმის შემდეგ და იგი მზად არის დაეხმაროს თავის კლუბს...
გავიხსენოთ, რომ სანტოსი უკვე 3 თვეა ვერ გამოდიოდა მოედანზე "ასტონ ვილასთან" მიღებული დაზიანების გამო. თვეების წინ გავრცელდა ხმები, რომ მომავალ წელს ხელმძღვანელობა მცველის შემცვლელს მოძებნიდა.
"მე მინდა შევიდე "არსენალის" ისტორიაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდში ძალიან თბილად დამხვდნენ და ვეცდები, რომ ფორმა მალე აღვიდგინო". - ამბობს მოთამაშე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან.
"მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩვენი გულშემატკივრის, რომელიც მხარდაჭერას მიცხადებდა ამ ხნის განმავლობაში და არა მარტო მათ. ყველა ნამდვილად დიდად დამეხმარა - თანაგუნდელები და კლუბის პერსონალები. ასევე მადლობა მინდა მათ გადავუხადო ასეთი კარგი თამაშისათვის. იმედი მაქვს, დავეხმარები "მეთოფეებს" ტიტულების მოგებაში".
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 692 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]