მთავარი » 2012 ივნისი 6 » აფელაი: ვან პერსის კარგად ვეწყობი
6:24 PM აფელაი: ვან პერსის კარგად ვეწყობი | |
![]() ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ განაცხადა, რომ იგი რობინ ვან პერსის შესანიშნავად უგებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიელებმა 6:0 დაამარცხეს ირლანდია. იმ შეხვედრაში 2-2 გოლი ვან პერსიმ და აფელაიმ გაიტანეს. "ვან პერსის მე კარგად ვეწყობი და ამას მაშინ მივხვდი, როცა პირველად ვითამაშე მასთან ერთად. მე და პერსიმ ერთმანეთის "საფეხბურთო ენა" ვისწავლეთ." - განაცხადა აფელაიმ. შეგახსენებთ, რომ აფელაიმ 2011-2012 წლების სეზონის ნახევარზე მეტი გამოტოვა ტრავმის გამო. მიუხედავად ამისა, მას მაინც იმედი აქვს, რომ იგი ევრო 2012-ზე ძირითად შემადგენლობაში იქნება: "ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მე ტრავმა მქონდა დიდი ხნის მანძილზე, თუმცა ახლა 100%-ით მზად ვარ სათამაშოდ, ფეხი აღარ მაწუხებს." | |
|
სულ კომენტარები: 0 | |