მთავარი »
2012 » მარტი » 16 » არსენ ვენგერი: მერტესაკერისთვის სეზონი დასრულებულია
0:14 AM არსენ ვენგერი: მერტესაკერისთვის სეზონი დასრულებულია |

არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ცენტრალური მცველს პერ მერტესაკერს დარჩენილ სეზონში თამაშის შესაძლებლობა აღარ ექნება.
გავიხსენოთ, რომ 27 წლის მცველმა პრემიერ ლიგის შეხვედრაში სანდერლენდის წინააღმდეგ მიიღო ტერფის ტრავმა. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და მაშინაც იყო ეჭვი, რომ პერისთვის შეიძლებოდა სეზონი დასრულებულად ჩაგვეთვალა, ახლა კი არსენ ვენგერის განცხადების შემდეგ ყველაფერი დაზუსტებულია და გერმანელი ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში იუქმებს.
ახლა უკვე ეჭვი აღარ არსებობს, რომ მერტესაკერის დაბრუნების შემდეგ მას არ ექნება საკმარისი დრო, რათა პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრებს ფორმაში შეხვდეს. ამდენად, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ევრო 2012-ზე გერმანიის ნაკრებთან ერად გამგზავრების საკითხი.
„მე ვფიქრობ, პერი გამოტოვებს დარჩენილ სეზონს. ფაქტია, რომ სეზონის დასრულებამდე ექვსი კვირა რჩება და არამგონია, რომ მან შეძლოს ბოლო თამასებისთვის ფორმაში ჩადგომა", - გაანცხადა ვენგერმა.
|
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 737 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]