მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » არსენ ვენგერის კომენტარი ტიერი ანრიზე
5:13 PM
არსენ ვენგერის კომენტარი ტიერი ანრიზე

       ტიერი ანრის ხანმოკლე დაბრუნებამ ’’არსენალში’’, მის ბრწყინვალე კარიერას დამატებითი ხიბლი შესძინა. ფრანგი ვარსკვლავი მართლაც ძალიან დაეხმარა მეთოფეებს, ორი მატჩი სწორედ მისი გოლებით მოაგებინა, თანაც მისთვის დამახასიათებელი ლამაზი გოლები გამოუვიდა და გულშემატკივრებს ძველი ანრი გაახსენა.

ფრანგს იჯარა უმთავრდება და ამერიკაში უნდა დაბრუნდეს, თუმცა ’’არსენალის’’ დამრიგებელი არსენ ვენგერი ამბობს, რომ კიდევ არსებობს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების შანსი. ვენგერმა ანრისთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

’’ ვფიქრობ , ასეთ დიდ ფეხბურთელებს ერთი განსაკუთრებული თვისება გააჩნიათ : მათ ყოველთვის შეუძლიათ სიურპრიზის შემოთავაზება. მათ უდიდესი მოტივაცია აქვთ და არასოდეს კმაყოფილდებიან მიღწეულით.

ვფიქრობ, ანრი ჩემ გარეშეც გახდებოდა დიადი. ყველას თავისი ისტორია აქვს... მახსოვს, იგი 17 წლის იყო, როდესაც ’’მონაკოში’’ ჩემი ხელმძღვანელობით დაიწყო თამაში. შემდეგ იგი ’’არსენალში’’ მოვიყვანე, საიდანაც ’’ბარსელონაში’’ გადავიდა. ახლა იგი კვლავ ჩვენთანაა, ანუ ეს ისტორია სამ ნაწილად იყოფა ( ვენგერმა როგორც ჩანს შეგნებულად არ ახსენა ამერიკა)...


ტიერი ადრეც ასეთი იყო და ახლაც ასეთია: იგი უბრალოდ ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებს, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. ’’სანდერლენდსა’’ და ’’ლიდსთან’’ მატჩებში მან ჩვენ გუნდს ახალი იმპულსი შესძინა. ტიერი ჭკვიანია და ფეხბურთელებში პატივისცემით სარგებლობს. მან აქ ყველაფერს მიაღწია, ასე რომ ახლა მის რჩევებს ყველა იღებს. ასე ხდება, თუ მიაღწევთ იმას, რასაც მან მიაღწია, დანარჩენები მოგისმენენ და თქვენი სიტყვა მათთვის მნიშვნელოვანი იქნება....

ანრი ყოველთვის პოზიტიურია და ამან გუნდს სწორედ იმ მომენტში შესძინა თავდაჯერებულობა, როდესაც კრიზისში ვიყავით. როდესაც გუნდი ახალგაზრდაა და ზედიზედ სამ მატჩს აგებს, მისი თვითრწმენა სადღაც ქრება ....

არ ვიცი , დაბრუნდება თუ არა იგი აქ ოდესმე. მე არც მეგონა, თუ დაბრუნდებოდა, მაგრამ ყველაფერი მისი თხოვნით დაიწყო, ფორმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. როგორც კი ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ მისი ყველა თვისება მასთანვეა და არსად არ გამქრალა. განსაკუთრებით, გამარჯვების სურვილი. ვფიქრობ, მას ჩვენთან გატარებული დრო მოეწონა’’ - ამბობს ვენგერი.



’’არსენალის’’ მესაჭემ ასევე ’’მილანთან’’ საჩემპიონთალიგო მერვედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ვენგერმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ’’მილანთან’’ პირველ მატჩში სტუმრად თამამად უნდა შეუტიოს. მან 2008 წელი გაიხსენა, როდესაც სესკ ფაბრეგასისა და ემანუელ ადებაიორის გოლებმა ’’მეთოფეებს’’ ’’მილანი’’ დაამარცხებინა და მაშინ ’’არსენალი’’ პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ეს ’’სან სიროზე’’ შეძლო.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 796 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]