მთავარი » 2012 ივნისი 6 » არსენალი ლიბჰერის თასზე ითამაშებს
6:40 PM არსენალი ლიბჰერის თასზე ითამაშებს | |
![]() არსენალმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ზაფხულში დაგეგმილი აზიისა და აფრიკის ტურების გარდა გუნდი მონაწილეობას მიიღებს მარკუს ლიბჰერის თასზე (Markus Liebherr Memorial Cup).
ეს არის წინასასეზონო მინი-ტურნირი, რომელიც ეძღვნება საუთჰემპტონის ყოფილ მფლობელ მარკუს ლიბჰერს. მარკუსმა ერთხელ თავისი გუნდი იხსნა აშკარა გაკოტრებისგან. ტურნირი გაიმართება სენტ მერის სტადიონზე. მასპინძლებისა და არსენალის გარდა ლიბჰერის თასის გათამაშებაში მონაწილეობას შოტლანდიური გლაზგო რეინჯერსი მიიღებს. თითოეული გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ ორ შეხვედრას ითამაშებს. გასულ წელს, როდესაც მარკუს ლიბჰერის ტურნირი პირველად გაიმართა, მასპინძლების გარდა ბრემენის ვერდერი და ბილბაოს ატლეტიკი თამაშობდნენ. გამარჯვებული ესპანური კლუბი გახდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |