მთავარი »
2012 » მარტი » 22 » ლონდონში - პირველი ინგლისში - მესამე
11:39 AM ლონდონში - პირველი ინგლისში - მესამე |

ძალიან საინტერესოდ წარიმართა პრემიერ ლიგის 29-ე
ტურის დარჩენილი შეხვედრები. პირველად მოხდა წლევანდელ ჩემპიონატში, რომ არსენალმა
თავის დაუძინებელ მტერს ტოტენჰემს გადაასწრო და საუკეთესო სამეულში შესასვლელად
დიდი ნაბიჯი გადადგა. თავის მხრივ წააგო ლონდონის ჩელსიმ გასვლითი შეხვედრა
მანჩესტერ სიტისთან და ახლა არსენალს უკვე 6 ქულით ჩამორჩა.
მეთოფეები ლივერპულში, ადგილობრივ ევერტონს
სტუმრობდნენ. მოგეხსენებათ თუ როგორი ძნელია ამ სტადიონზე ევერტონის წინააღმდეგ
თამაში. ამ კედლებში დევიდ მოიესის გუნდი თითქმის დაუმარცხებლად ასპარეზობს. მაგრამ
ტომას ვერმაელენის ერთადერთი გოლის წყალობით მეთოფეებმა ძალიან მნიშვნელოვანი
გამაჯვება მოიპოვეს.
შეიძლება თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს
ტოვებდეს, მაგრამ ჩემპიონატის ამ მონაკვეთში გადამწყვეტი რათმქუნდა მოპოვებული სამი
ქულაა.
შეხვედრა არსენალმა ძალიან კარგად და აქტიურად
დაიწყო. ვერმაელენმა შეხვედრის დებიუტშივე, მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში. მან ვან
პერსის მოწოდებულ კუთხურზე ბურთს თავი კარგად დაუხვედრა და შანსი არ დაუტოვა ტიმ
ჰოვარდს. თუმცა მეთოფეებს მანამდე უკვე ორჯერ შეეძლოთ წინ გასვლა. ორივე საგოლე
მომენტი აარონ რემსის დარტყმით დასრულდა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგაც
რამოდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან რობინ ვან პერსიმ. ეს მისი დღე
ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ევერტონმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა გვერდითა
არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ
არბიტრი ამ დროს შეცდა.
მეორე ტაიმში ევერტონის ფეხბურთელები ბურთს
აკონტროლებდნენ, მაგრამ არსენალი თავს ძალიან კარგად იცავდა. კონტრ შეტევებზე კი
რამოდენიმე სახიფათო მომენტის შექმნაც მოახერხეს. საბოლოოდ კი არსენალმა მოახერხა
და გამარჯვებამდე მიიყვანა ეს შეხვედრა |
|
|
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 738 |
დაამატა: Arsenal
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]