1:33 AM არსენალი პოდოლსკისთან შეთახმდა | |
„არსენალმა" შეითანხმა „კიოლნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი პირადი კონტრაქტის თვალსაზრისით, იტყობინება ცნობილი გერმანული გამოცემა Bild. უკვე, რაც დაინტერესებულია პოდოლსკით. არსებობდა ვერსია, რომ „არსენალი" მოთამაშეს გასულ ზაფხულშივე შეიძენდა, თუმცა ბუნდესლიგის წარმომადგენლებმა თავის წამყვან მოთამაშეში 20 მილიონი ევრო, იგივე 17 მილიონი ფუნტი მოითხოვეს. გადაბირებით, მაგრამ აქ უკვე თავად მოთამაშემ თქვა უარი საზღვარგარეთ წასვლაზე, რადგან წინ იყო ეურო-2012. გამოცდილმა გერმანელმა ფეხბურთელმა პირობა დადო, რომ არჩევანს მომავალ ზაფხულში გააკეთებდა. თავდამსხმელს ამ გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა იმ ფაქტმა, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თავისი თანაგუნდელია პერ მერტესაკერი, რომელიც თავის მხრივ „ არსენალში" ასპარეზობს. ამჟამად ლონდონური კლუბი იწყებს მოლაპარაკებების დიალოგს „კიოლნთან" პოდოლსკის სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ლუკასს თავისი ხელშეკრულება ამჟამინდელ კლუბში 2013 წლის ზაფხულში ეწურება.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |