მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » მაისი » 15 » არსენალი - საუკეთესო გუნდი ეპლს ისტორიაში
10:32 PM
არსენალი - საუკეთესო გუნდი ეპლს ისტორიაში
ლონდონის არსენალი 2003/04 წლების სეზონის მიხედვით დასახელდა პრემიერლიგის 20-წლიან ისტორიაში საუკეთესო გუნდად. გავიხსენოთ, რომ მეთოფეებმა აღნიშნული სეზონი დაუმარცხებლად განვლეს.

„მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს ჯილდო ჩემს გუნდს ერგო. მაშინ მე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ ტიტულის მოგების შანსი არ გვექნებოდა, თუ რომელიმე მატჩში დავმარცხდებოდით. მათ ძალიან კარგად გააცნობიერეს ჩემი ნათქვამი და ახლა, როდესაც ამას ვიხსენებთ, ცოტა დაუჯერებლადაც კი ჟღერს", - განაცხადა ვენგერმა დაჯილდოების ცერემონიალში.

„ახლა ჩემი მიზანია, რომ არსენალი კვლავ იმ დონეზე იყოს. მე ვგრძნობ, რომ სულ მალე კვლავ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალ სეზონში მოხდება".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 764 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]