მთავარი »
2012 » აპრილი » 17 » არსენალი - უიგანი
11:49 AM არსენალი - უიგანი |

მორიგი სენსაცია, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდნის ერთ-ერთმა კანდიდატმა "უიგანმა” მოახდინა, სტუმრად "არსენალის” ძლევა იყო. წინა ტურში "მანჩესტერის” უიგანში დამარცხების (1:0) შემდეგ, ნაკლებად თუ ვინმე იფიქრებდა რობერტო მარტინესის მიერ გაწვრთნილი გუნდისაგან კიდევ ერთი გრანდის "ბეჭებზე დადებას”. სწორედ მოჭიდავეთა ამ ტერმინით თუ შეფასდება ბოლო წლების მუდმივი მაჩანჩალას ასეთი მოულოდნელი აღზევება - "უიგანმა” მე-3 ადგილის დაკავების რეალურ კანდიდატს, მატჩის გადარჩენის არავითარი შანსი არ დაუტოვა.
ყველაფერი კი, სტუმართა საკმაოდ იღბლიანმა დასაწყისმა განაპირობა. არგენტინელმა დი სანტომ ჰორდი გომესის პასით მე-7 წუთზე ისარგებლა და ანგარიში გახსნა. წუთიც არ იყო გასული, უიგანელთა კიდევ ერთმა შეტევამ მიაღწია შედეგს - ამჯერად თავი ესპანელმა ნახევარმცველმა გომესმა გამოიჩინა. არსენ ვენგერის პრობლემები ამით არ ამოწურულა. იგი იძულებული გახდა მიკელ არტეტას დაუგეგმავი შეცვლა შეესრულებინა. მოკლედ, "მეთოფეებმა” ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ითამაშეს მიმდინარე პრემიერლიგაზე.
ერთადერთი რაც ლონდონელებმა შეძლეს, 21-ე წუთზე ბელგიელი ტომას ვერმალენის საგოლე დარტყმა გახლდათ, სხვა მხრივ, სტუმრებმა სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას - ბურთის მეტოქისთვის შეგნებულად დათმობა და საკუთარი კარის მიდამოების საფუძვლიანად გამაგრება, მარტინესის შეგირდებმა მშვენივრად შეუთავსეს ერთმანეთს. შედეგად, "უიგანმა” ბოლო ერთ თვეში მე-3 სენსაციური მოგება იზეიმა (24 მარტს, სტუმრად "ლივერპულიც” ანალოგიური შედეგით იქნა ძლეული) - 2:1.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 724 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]