7:20 PM არსენალი - უიგანი პრევიუ | |
უკანასკნელ 13 შეხვედრაში, რომელიც ამ გუნდებს შორის გაიმართა "უიგანმა' მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ეს მოხდა 2010 წლის აპრილში, როცა "მეთოფეები" 3:2 დამარცხდნენ. "არსენალმა" "უიგანს" ბოლო 2 შეხვედრაში 7 გოლი გაუტანა და არცერთი არ მიიღო საკუთარ კარში. "მეთოფეებმა" ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგეს და უკანასკნელი 5 თამაშიდან ოთხი ისე ითამაშეს, რომ გოლი არ გაუშვიათ. მიმდინარე სეზონში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე ორჯერ წააგო, რაც "სიტის" (0) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. უიგან იკი ბოლო ტურებში ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. მათ ბოლო 4 შეხვედრაში სამჯერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ხოლო უკანასკნელ 10 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ წააგეს. "უიგანმა" გასვლაზე 4 მატჩი მოიგო, ხოლო სახლში მხოლოდ 3. მათ ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გატანილი მიმდინარე სეზონში - 31. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |