მთავარი » 2012 მაისი 18 » "არსენალი" ვან პერსის ვერ შეუთანხმდა
6:06 PM "არსენალი" ვან პერსის ვერ შეუთანხმდა | |
![]() ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა ვერ ახერხეს დაიყოლიოს რობინ ვან პერსი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
საქმე იმაშია, რომ რაც ვან პერსი პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა, გაიტანა რა 30 გოლი, ევროპის ტოპ–კლუბების დაინტერესება ერთი ათად გაიზარდა. მათ შორის ხშირად ისმის სახელები "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი". როგორც ჩანს, თავად ვან პერსიც სერიოზულად დაინტერესდა, რომ დატოვოს "ემირეითს სტეიდიუმი". მიზეზად სახელდება ის, რაც დასახელდა სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის დროს. დიდი ხანია უკვე "მეთოფეები" ვერ ახერხებენ რაიმე სახის ტიტულის მოგებას, ეს კი რამდენიმე ფეხბურთელს ტრანსფერზე სერიოზულად აფიქრებს. იმისათვის, რომ არსენ ვენგერს დაერწმუნებინა რობინი გუნდის პოტენციალში, მან საზაფხულო ტრანსფერის გახსნამდე შეიძინა პოდოლსკი და ცდილობს ამბიციურად დაიწყოს ახალი სეზონი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ რობინს ფული არ აინტერესებს, მას შესთავაზეს 130 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში, რაც საკმაოდ დიდძალი თანხაა, თუმცა როგორ ჩანს რობინისთვის მნიშვნელოვანია ტიტულებია და არა ფული. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|