მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-12-16
მთავარი » 2012 » აპრილი » 19 » “არსენალი” ვენგერს კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს
9:24 PM
“არსენალი” ვენგერს კონტრაქტის გაგრძელებას სთავაზობს

ლონდონის "არსენალის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ პიტერ ჰილ-ვუდმა განაცხადა, რომ სურს რაც შეიძლება დიდხანს იხილოს არსენ ვენგერი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მზად არის მას ახალი კონტრაქტი შესათავაზოს.

62 წლის სპეციალისტის მიმდინარე შეთანხმება "მეთოფეებთან” 2014 წლის ზაფხულში იწურება.

"იდეალური იქნება, თუ ვენგერი დარჩება. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე უკეთესად შესძლებს "არსენალის” მწვრთნელობას, ვიდრე არსენი. ზოგიერთი სულელი ამბობდა, რომ მისი დრო გასულია და ის უნდა წავიდეს, მაგრამ ვენგერმა ყველას დაუდასტურა, რომ ის საუკეთესოა. იგი გუნდში უკვე 16 წელია და მე მინდა, რომ ის კიდევ ხანგრძლივი ვადით დარჩეს ჩვენთან” - თქვა ჰილ-ვუდმა. 
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 681 | დაამატა: ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]