მთავარი » 2012 მაისი 23 » “არსენალმა” ალმუნია გაუშვა
3:26 PM “არსენალმა” ალმუნია გაუშვა | |
![]() სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის "არსენალი” ესპანელ მეკარეს, მანუელ ალმუნიას დაემშვიდობა. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.
35 წლის ალმუნია "არსენალში” 2004 წლიდან გამოდიოდა, მაგრამ ბოლო სეზონებში ესპანელმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის ნდობა და შესაბამისად ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. 2011/2012 წლების სეზონში ალმუნია ერთთვიანი იჯარით "ვესტ ჰემში” იმყოფებოდა, ხოლო დანარჩენი დროის განმავლობაში "მეთოფეთა” თადარიგშიც კი იშვიათად ხვდებოდა. აქედან გამომდინარე, კლუბმა ესპანელს კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ შესთავაზა. "არსენალში” 175 მატჩის ჩამტარებელ ალმუნიასთან ერთად, კლუბი დატოვეს ჯორჯ ბრისლენ-ჰოლმა, გეივინ ჰოიტმა, შონ მაკდერმოტმა, რის მერფიმ, ჯეიმს კემპბელმა და ჯეფრი მონაკანამ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |