მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-12-15
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » არსენალმა ლივერპული დააჩოქა
8:04 PM
არსენალმა ლივერპული დააჩოქა

                   ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტური "ლივერპულისა” და "არსენალის”

                მატჩით გაიხსნა. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით შეხვედრას უდიდესი 

              პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის 

                            იბრძვის და ერთმანეთის უშუალო კონკურენტებად ითვლებიან.


            გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, თუმცა მცირე უპირატესობას მერსისაიდელები

                    ფლობდნენ და მატჩის მე-19 წუთზე ლუის სუარესის წაქცევისთვის პენალტის

       დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა დირკ კიუტს ვოიცეხ შჩენსნიმ თერთმეტმეტრიანის 

                                დარტყმის დროსაც აჯობა და დამატების დროსაც.


                 "წითლებმა” 23-ე წუთზე მაინც გაიტანეს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, 

                                           მერსისაიდელები ლორან

                               კოშელნის ავტოგოლით დაწინაურდნენ.


   ლონდონელებმა "ენფილდის” ბინადრებს დიდხანს სიხარული არ აცალეს და 31-ე წუთზე 

           მათმა მთავარმა მეგოლე რობინ ვან პერსიმ თავური დარტყმით პეპე რეინას კარის 

                                                   ბადე შეარხია 1:1.


                              შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

          მეორე ტაიმის დებიუტში მიკელ არტეტამ მძიმე ტრავმა მიიღო, ესპანელი ფეხბურთელი 

                           სასუნთქ აპარატზე შეერთებული გაიყვანეს მოედნიდან.


                   შეხვედრის მეორე ნახევარი არცთუ ისე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა.

                 ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "არსენალი” ფრეზე ყაბულს იყო, "

      ლივერპული” კი უტევდა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდა, რის გამოც დაისაჯა კიდეც…


                         მეო რე ტაიმის კომპენსირებულ დროში მარტინ კელისა და ჯეიმი 

                    კარაგერს ვან პერსი გაექცათ, რომელმაც "არსენალი” დააწინაურა 2:1.


             მერსისაიდელებმა ქულის გადარჩევა ვერ მოახერხეს და პირველი საშინაო 

                მ  არცხიც იწვნიეს, ლონდონელებმა კი "ენფილდიდან” მნიშვნელოვანი 

    სამი ქულა წაიღეს, რითაც 49 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში              

                დაწინაურდნენ. "ლივერპული” 39 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.


            პრემიერლიგა
            ლივერპული, "ენფილდი”
              "ლივერპული”-”არსენალი” 1:2

                    გოლები: კოშელნი 23′ (ავტოგოლი) – ვან პერსი 31′, 90+2′.

              "ლივერპული”: რეინა, კელი, შკრტელი, კარაგერი, ენრიკე, სპირინგი (ქეროლი 90+3′),

              ჰენდერსონი, ადამი, კიუიტი, დაუნინგი (ბელამი 88′), სუარესი.

                         მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

                    "არსენალი”: შჩენსნი, სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი, არტეტა (დიაბი 53′), სონგი, 

                              უოლკოტი, როსიკცი, ბენაიუნი (ჟერვინიო 78′), ვან პერსი.


                                        მთავარი მწვრთნელი: რობინ ვან პერსი.

                                                გაფრთხილება: ვერმალენი 62′.
კუთხური: 12-0, კარში დარტყმა: 5-7; კარისკენ დარტყმა: 8-3; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 5-1
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 707 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]