მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-06-17
მთავარი » 2012 » მარტი » 5 » არსენალს ისევ საკადრო პრობლემები აქვს.
8:33 PM
არსენალს ისევ საკადრო პრობლემები აქვს.

    ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ლონდონის "არსენალი” იტალიის ჩემპიონ "მილანს” მიკელ არტეტას, აბუ დიაბისა და იოსი ბენაიუნის გარეშე დაუპირისპირდება. გარდა ამისა, საეჭვოა ტომაშ როსიცკის თამაშიც. ნახემარმცველებს სხვადასხვა სახის ტრავმები აწუხებთ.

"იტალიელებთან შეხვედრაში დიაბი, ბენაიუნი და არტეტა ვერ ითამაშებენ. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტომაშ როსიცკის თამაშიც”, - ციტირებს "მეთოფეთა” თავკაცის, არსენ ვენგერის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ ლონდონურ-მილანური დაპირისპირება სამშაბათს, "ემირეიტსზე” გაიმართება. "არსენალი” მილანთან პირველ მატჩში 0:4 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსიღა დარჩა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 741 | დაამატა: Arsenal | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]