მთავარი » 2012 აპრილი 19 » არსენალს კოტდიუარელი ფეხბურთელი უნდა
5:55 PM არსენალს კოტდიუარელი ფეხბურთელი უნდა | |
![]() როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა "ლივერპულს" და "არსენალს", "ჩელსის" კოტ დი ვუარელი თავდამსხმელი, სოლომონ კალუ მოუნდათ. ეს ფეხბურთელი ნიჭით ნამდვილად გამოირჩევა, მაგრამ ამ ბოლო დრსო ის ხშირად თამაშს ნამდვილად ვერ ახერხებს, ამიტომაც სავარაუდოა, რომ ის თავის კლუბს დატოვებს. ამ ყველაფერთან ერთად კალუს წელს "ჩელსისთან" კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა ის სხვა კლუბში თავისუფალი აგენტით გადავიდეს. "ლონდონელებს" ამ ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, მაგრამ მათ ჯერ–ჯერობით სოლომონი დარჩენაზე ვერ დაიყოლიეს. კოტ დი ვუარელს "ინგლისში" დარჩენა სურს. "არსენალისა" და "ლივერპულის" გარდა თავდამსხმელით ესპანური,თურქული და იტალიური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. კალუ "ჩელსის" ბოლო ორ შეხვედრაში ძირითადში მოხვდა, ამიტომაც მას "არსიტოკრატებში" დარჩენა შუძლია.
კალუ:"მე "ჩელსი" ძალიან მომწონს. მიხარია ყველა თამაშის გამართვა აქ. მე საერთოდ "პრემიერლიგა" მომწონს. "ინგლისში" ძალიან კარგი ატმოსფეროა. ჯერ–ჯერობით ჩემს მომავალზე არ ვფიქრობ. არ ვიცი გადავალ თუ არა ამ კლუბიდან. მგონია, რომ ამ კლუბში მომავალი ყოველთვის მექნება. ჯერ–ჯერობით ახალ მწვრთნელს არ მოუცია იმის მიზეზი, რომ აქაურობა დავტოვო". | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
