მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 27 » “არსენალს” ვან პერსის დასათანხმებლად სამი დღე ექნება
0:53 AM
“არსენალს” ვან პერსის დასათანხმებლად სამი დღე ექნება
ლონდონის "არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ჰოლანდიელ თავდამსხმელ რობინ ვან პერსისთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე გაიმართება.
ცნობილია, რომ ვან პერსიმ ახალი ხელშეკრულების პირობების განხილვაზე უარი თქვა, ვიდრე სეზონი არ დამთავრდება. კლუბი თავისი ლიდერის პოზიციას დაეთანხმა და მოლოდინის რეჟიმი არჩია.
"არსენალი” მიმდინარე სეზონში ბოლო მატჩს 13 მაისს "ვესტ ბრომვიჩთან” გამართავს. სწორედ ამის შემდეგ, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყება. თუმცა, უკვე 17 მაისს ფეხბურთელი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების რიგებში უნდა გამოცხადდეს, რომელიც მზადებას ევრო-2012-სთვის დაიწყებს. შედეგად, "არსენალს” ფეხბურთელის დასათანხმებლად მხოლოდ 3 დღე ექნება.
"საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდება”, – იუწყება ვენგერის სიტყვებს ESPN-ი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 653 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]