მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 20 » არსენალში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია
9:04 PM
არსენალში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია
არსენალის ნახევარმცველი ჟერვინიო თვლის, რომ მომავალ წელს მის გუნდს შეეძლება იბრძოლოს ტიტულის მოსაგებად . სეზონის დასაწყისი არსენალმა წარუმატებლად დაიწყო, რის შედეგადაც გუნდი არ ელოდა თუ გავიდოდა მესამე ადგილზე, მაგრამ თებერვალში 7 წაუგებელი შეხვედრის შემდეგ გუნდმა შეძლო და გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური.

"მეთოფეებმა" უკვე გაიფორმეს ლუკას პოდოლსკი, ჯეკ უილშირი დაბრუნდება ტრავმის მოშუშების თანავე, დანარჩენი ფეხბურთელები ემზადებიან ეურო-2012-ისთვის და ჟერვინიო დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონიდან არსენალს ექნება ძალა იმისა, რომ იბრძოლოს რომელიმე ტიტულის მოსაპოვებლად.

" მომდევნო სეზონში ჩვენმა გუნდმა შესაძლოა ბევრს მიაღწიოს"- განაცხადა ჯერვინიო კლუბის ოფიციალურ არხთან . - ჩვენ გუნდს ყავს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი . როცა გუნდი "შავ ზოლში" მოხვდა არსენალს მყისვე კრიტიკა დაუწყეს, მაგრამ გუნდმა შეძლო და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური, ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა იმისა რომ მწვერვალები დავიპყროთ.

ბედნიერი ვარ , რომ კლუბი მესამე ადგილზე გავიდა, სეზონის დასაწყისი ჩვენ საშინლად ჩავატარეთ . ბევრი რამ ვისწავლე, როცა სათადარიგოთა სკამზე ვიყავი , მას შემდეგ კი ვცდილობდი ჩემი საუკეთესო თამაში მეთამაშა .

მე არასდროს მინანია, რომ არსენალში გადმოვედი, იმიტომ რომ ყოველთვის მსურს კონკურენცია გავუწიო ძლიერ ფეხბურთელებს. ვარჯიშები მიმდინარეობს ძალიან მძიმედ ასეთ კლუბებში, ამიტომ საჭიროა ბევრი მუშაობა. როცა დგება რთული დრო ჩვენი ვალია ვიმუშაოთ და არ დავნებდეთ არანაირ შემთხვევაში, ყოველთვის შესაძლებელია რომ "შავი ზოლიდან" აღმოჩნდე თეთრში ან კიდე პირიქით. საჭიროა იყო ყოველთვის თავდაჯერებული და გჯეროდეს, რომ შენ ხარ საუკეთესო შენს პოზიციაზე".


მას შემდეგ, რაც კოტ'დიუვარელი ლილიდან არსენალში გადავიდა თვლის, რომ ის გახდა უფრო ძლიერი და მოემატა თავისი ძალების რწმენა.

" მე ვთვლი, რომ ჩემს კარიერას სწორად ვმართავ , ვგრძნობ წინსვლას დღეობით, კვირაობით და თვეობით . მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო კარგ ფორმაში და განვაგრძო განვითარება. მიუხედავად იმისა თუ ვერ ვხვდები ძირითად შემადგენლობაში ვთვლი, რომ მაინც საუკეთესო ვარ. მე არასდროს გამიფქრებია ის აზრი, რომ ოდესმე დავნებებულიყავი.

ყოველთვის მსურდა მეთამაშა არსენალში და არასდროს მეგონა , თუ კლუბი ასეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მე მყავს მეგობრები ჩელსიშიც , ადრე ”მეთოფეთა” რიგის წევრი ემანუელ ებუე იყო და როცა ლილში ვიყავი ვესწრებოდი მის თამაშებს. ძალიან სასიამოვნა რომ მე შეუერთდი ამ კლუბს, და ყოველთვის მსურს ვატარაო მისი მაისური"
- დაასრულა ჟერვინიომ.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 645 | დაამატა: Arsenal_Fan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]