მთავარი »
2012 » თებერვალი » 11 » არშავინი ლონდონში დარჩება
4:39 PM არშავინი ლონდონში დარჩება |
 ლონდონის არსენალის ფეხბურთელის, ანდრეი არშავინის აგენტმა ფილ სმიტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მისი კლიენტი კლუბის შეცვლას არ გეგმავს. არადა, ამის შესახებ საუბარი ბოლო პერიოდში ინტენსიურად მიდიოდა. ანდრეი ფიქრობს, რომ მისთვის სამშობლოში დაბრუნება ადრეა. მას არსენალისთვის სარგებლის მოტანა კიდევ შეუძლია. არშავინს "მეთოფეთა" შემადგენლობაში ფორმის აკრეფა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წარმატებით თამაში სურს. მოგეხსენებათ, რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 24 თებერვალს იხურება. საინტერესო წინადადებით მოგვმართა ანჟიმ, მაგრამ უარით გავისტუმრეთ. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში, განაცხადა სმიტმა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის არშავინი არსენალს 2009 წლის ზამთარში შეუერთდა. მან ლონდონელთა შემადგენლობაში 127 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი მიითვალა
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 705 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]