მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » არტეტა: "მომწონს ჩემი მოვალეობის ჩუმად შესრულება"
3:46 PM
არტეტა: "მომწონს ჩემი მოვალეობის ჩუმად შესრულება"
                       
                            

არსენალის ესპანელი ფეხბურთელი კმაყოფილია იმით, რომ მასზე პრესაში ბევრს არ საუბრობენ. მისი აზრით ეს ასეც უნდა იყოს, რადგან გუნდის უდავო ლიდერი და კაშკაშა ვარსკვლავი რობინ ვან პერსია ,რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია.

"თამაშს თავდამსხმელების ზურგს უკნიდან ვუყურებ და ვიცი, რომ როცა გახსნილად ვთამაშობთ, ბევრი თავისუფალი ზონა გვრჩება და ამიტომ გოლებს ვუშვებთ.
ვცდილობ გუნდი ცოტა დავაბალანსო. ზოგჯერ მომწონს შეტევაში წასვლაც,თუმცა ამის გარეშეც მეძლევა გოლის გატანის შანსები. ამ სეზონში 6-ჯერ შევძელი მეტოქეთა კარის აღება,რაც არ არის ცუდი. არ მინდა წამყვანი ფიგურა ვიყო. ყველამ ვიცით ვინ არის წამყვანი ფიგურა, ეს რობინია. ის არის ლიდერი და ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

მთავარი გუნდია და თუ კარგი შედეგი აქვს, ყველა დაიმსახურებს ქებას. ყველანი მექანიზმის ნაწილები ვართ და თუ გვინდა, რომ მან კარგად იმუშაოს, საჭიროა ნებისმიერი გაისარჯოს." - განაცხადა მიკელ არტეტამ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 787 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 giorgi_arsenali   (2012-02-11 3:54 PM) [Entry]
shen naxevardacvis burji xar wink

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]