მთავარი »
2012 » მარტი » 16 » არტეტამ ევერტონთან გასამართ მატჩზე ისაუბრა
0:08 AM არტეტამ ევერტონთან გასამართ მატჩზე ისაუბრა |

არსენალის ესპანელმა ფეხბურთელმა არტეტამ არსენალის მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელშიც "მეთოფეები" არტეტას ყოფილ კლუბ ევერტონს დაუპირისპირდებიან. ესპანელი ფეხბურთელი ევერტონის რიგებში ექვს წელზე მეტი გამოდიოდა, მას ძალიან ახარებს გუდისონ პარკზე დაბრუნება, ოღონდ ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში, ის ამ შეხვედრაში სტუმრის რანგში წარსდგება. "მე არასოდეს დამავიწყდება ის სითბო, რაც ევერტონის რიგებში თამაშისას მქონდა, როგორც გულშემატკივრიდან, ისე კლუბიდან. ამ შეხვედრაში იქნება უამრავი ურთიერთპატივისცემის მომენტები. ჩემთვის მართლაც ძალიან განსაკუთრებული მოვლენა იქნება გუდისონ პარკზე კიდევ ერთხელ დაბრუნება. შესვენებაზე მე მომიწევს იმ გასახდელ ოთახისკენ წასვლა, საიდანაც ევერტონში გატარებული ექვსი წლის განმავლობაში, მოწინააღმდეგე გუნდი გამოდიოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში ვისიამოვნებ და წარმატების მოტანაში დავეხმარები ჩემს გუნდს. ახლაც არ ვმალავ იმ ფაქტს, რომ დიდი სიყვარული გამაჩნია ევერტონისადმი და იმედია გუდისონ პარკზე შეკრებილი პუბლიკა ცუდად არ მიიღებს ჩემ გადაწყვეტილებას გუნდის გამოცვლის შესახებ", - აცხადებს მიკელ არტეტა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 736 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]