მთავარი » 2012 მაისი 3 » დე ბური: "ვერტონგენი ბარსელონაში წავა"
8:25 PM დე ბური: "ვერტონგენი ბარსელონაში წავა" | |
![]() ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური აცხადებს, რომ იან ვერტონგენი დატოვებს "აიაქსს" და წავა "ბარსელონაში". ბელგიელ მცველზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. ვერტონგენით პრემიერ ლიგის კლუბებიც არიან დაინტერესებულნი მათ შორის "არსენალი" და "ტოტენჰემი". მიუხედავად ამისა დე ბური ამბობს, რომ ვერტონგენი პრემიერ ლიგაში წასვლას "ბარსაში" თამაშს ამჯობინებს. „ვიმედოვნებ, რომ ვერტონგენი "ბარსელონაში" წავა. "ტოტენჰემი" კარგი კლუბია, მაგრამ ვერტონგენი "ბარსაში" წავა!.” - კატეგორიულად ამბობს დე ბური. როგორც ჩანს ვერტონგენი დატოვებს ამსტერდამ არენას, რადგან თავად განაცხადა რომ "ვენლოსთან" მატჩი იყო გამოსამშვიდობებელი ფანებთან. მატჩის მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იანისთვის ბოლო მატჩი იყო ამსტერდამ არენაზე, იმიტომ რომ ის მიდიოდა კლუბიდან. მას მატჩის მერე დაუსვეს კითხვა ეს სიმართლეა თუ არა და ბელგიელმა უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლეა.” ვერტონგენი "აიაქსის" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და "აიაქსის" რიგებში 150-ზე მეტი მატჩი აქ ჩატარებული და 22 გოლი აქ გატანილი | |
|
სულ კომენტარები: 2 | |||||||
|