მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 26 » დენილსონი არსენალში ბრუნდება
11:18 PM
დენილსონი არსენალში ბრუნდება
ლონდონის ''არსენალმა" ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "სან პაულუში" 1 წლიანი იჯარით მიავლინა 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი, დენილსონ პერეირა ნევესი.

ზამთარში ფეხბურთელი აცხადებდა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუკი ბრაზილიური კლუბი ლონდონელებს შეუთანხმდებოდა და მის კონტრაქტს გამოისყიდიდა, მაგრამ "მეთოფეებმა" სამხრეთამერიკელებს უარი შეუთვალეს.

ეს ლოგიკურიც არის, რადგან არსენ ვენგერს მთელი წელი ტრავმირებული ჰყავდა ფრანგი აბუ დიაბი და იძულებული იყო, ალექს სონგისთვის ხან აარონ რემსი შეეწყვილებინა, ხან მიკელ არტეტა. არც ერთი მათგანისთვის ეს "მშობლიური" ამპლუა არ არის. ფეხბურთელი ახლა სხვაგვარად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მოხარულია, რომ ლონდონში ბრუნდება, მაგრამ არ იცის, მოახერხებს თუ არა "მეთოფეთა" ძირითადში ადგილის დამკვიდრებას.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 667 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]