მთავარი » 2012»მაისი»23 » დიდი წმენდა: “არსენალს” 10 ფეხბურთელი დატოვებს
7:45 PM
დიდი წმენდა: “არსენალს” 10 ფეხბურთელი დატოვებს
ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის "არსენალს” ერთბაშად ათი ფეხბურთელი დატოვებს. The Telegraph-ის ცნობით, "მეთოფეებიდან” ის მოთამაშეები წავლენ, რომლებმაც თავი გუნდში ვერ დაიმკვიდრეს. "არსენალის” გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში შემდეგი ფეხბურთელები არიან: ანდრეი არშავინი, ნიკლას ბენდტნერი, კარლოს ველა, ლუკაშ ფაბიანსკი, სებასტიან სკილაჩი, იოან ჯურუ, დენილსონი, მარუან შამახი და პაკ ჩუ იუნი. რაც შეეხება მე-10 ფეხბურთელს, მანუელ ალმუნიას, იგი თავისუფალი აგენტი გახდა. გუნდის თავკაცი არსენ ვენგერი ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნაცვლად რამდენიმე ახალ მოთამაშეს დაიმატებს.