მთავარი » 2012 ივნისი 1 » ედენ აზარმა ჟერვინიო შეაქო
8:07 PM ედენ აზარმა ჟერვინიო შეაქო | |
ლილის თავდამსხმელმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ საუკეთესო მოთამაშე, რომელთანაც მას ოდესმე უთამაშია ერთ გუნდში, არსენალელი ჟერვინიოა. როგორც ცნობილი გახდა, აზარი ჩელსის გზას ადგას. მოთამაშემ უკვე განაცხადა ტვიტერში, რომ მან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული აირჩია. 21-წლის ბელგიელმა აღიარა, რომ მას არასოდეს ჰყოლია გუნდში იმაზე კარგი პარტნიორი, ვიდრე ჟერვინიო იყო ლილში არსენალში გადასვლამდე. „ბევრი მოთამაშე უყურებს სხვა მოთამაშეების ვიდეოებს. მე არ მეშინია იმის აღნიშვნა, რომ მესის და რონალდუს ვიდეოებს ვუყურებ. ვცდილობ, მათი სულისკვეთებით ვითამაშო". „დიდი მოთამაშეები ყველგან არიან. საუკეთესო მოთამაშე, რომელთანაც ოდესმე მითამაშია, ჟერვინიოა. ლილში თამაშის დროს ორივენი რა თქმა უნდა ვცდილობდით კლუბის დახმარებას. მან მასწავლა რაღაც. მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა წავიდეს შეტევაში", - ციტირებს აზარს Sky Sports. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
