მთავარი » 2012 მაისი 29 » ეიზელი - 29 მაისი 1985 წელი
6:06 PM ეიზელი - 29 მაისი 1985 წელი | |
ტრაგედია „ეიზელის" სტადიონზე ტრაგედიამ, რომელიც ბრიუსელში „ეიზელის" სტადიონზე 1985 წლის 29 მაისს მოხდა, 39 გულშემატკივარი იმსხვერპლა. ამასთან ერთად, ინგლისურმა კლუბმა ყველანაირ ევროპულ ტურნირში 5 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. 60 ათას გულშემატკივარზე მეტი დაესწრო ევროპის ჩემპიონთა თასის შეხვედრას „ლივერპულის" და ტურინის „იუვენტუსის" მონაწილეობით სტადიონ „ეიზელზე", რომელიც ბელგიის დედაქალაქში მდებარეობს. ბევრმა გულშემატკივარმა თამაშის დაწყებამდე ალკოჰოლური სასმელები მიიღო. დაახლოებით 19:00 საათზე, შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ტრიბუნებზე დიდი არეულობა დაიწყო. გულშემატკივრები სკანდირებდნენ ლოზუნგებით, დროშების ფრიალით და ცეცხლოვანი რაკეტებით. თანდათან დაძაბულობამ დაიწყო ზრდა და პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ისინი ვერ ახერხებდნენ სიტუაციის გაკონტროლებას. ინგლისური კლუბის გულშემატკივრებმა დაიწყეს იტალიელი ოპონენტების „დარბევა". 39 ადამიანი - იტალიელები და ბელგიელები - დაიღუპნენ და ასობით დაშავდა. ინგლისელების დისკვალიფიკაცია მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბის მწვრთნელმა გააპროტესტა მატჩი, „იუვენტუსმა" მაინც გაიმარჯვა, ანგარიშით 1:0. ტურინელებმა ინგლისელთა კარი მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანით დალაშქრეს. თავის დაცვის მიზნით, ლივერპულელმა გულშემატკივარმა განაცხადა, რომ იტალიელმა გულშემატკივარმა პროვოცირება მოახდინეს მათი სექტორის მისამართით ქვებისა და სხვა ნივთების სროლით. ბევრმა მომხდარში დაადანაშაულა მატჩის ორგანიზატორი, რომელმაც ვერ მიიღო ადეკვატური ზომები, რათა გაეკონტროლებინა სიტუაცია. შეხვედრის ორგანიზატორის მთავარი შეცდომა იყო პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის განწესება. უეფამ ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე ელვისებური სისწრაფით მოახდინა რეაგირება - ინგლისურ კლუბს აეკრძალა განუსაზღვრელი ვადით ყველა ევროპულ ტურნირში მონაწილეობა. განუსაზღვრელი ვადით დისკვალიფიკაცია ახლო მომავალში დიდი განხილვების შემდეგ 5 წლიანი დისკვალიფიკაციით შეცვალეს. ამის შემდეგ სტადიონი „ეიზელი" წარმოუდგენლად შეიცვალა. თავდაპირველად ის 1930 წელს გაიხსნა, შემდეგ ის დაანგრიეს და ააშენეს ახალ ადგილზე. ადგილობრივი კლუბი სწორედ განახლებულ სტადიონზე მართავდა საშინაო შეხვედრებს. „მატარებელი მემანქანის გარეშე" 1985 წლის საშინელების შემდეგ ტრაგედის მხოლოდ მთავარი შესასვლელის განახლებული კარიბჭე გვახსენებდა - ძველი სტადიონის ერთადერთი გადარჩენილი ნაწილი.ჯერალდ მაკკლინი, „ლივერპულის" გულშემატკივარი, რომელიც იმყოფებოდა „ეიზელზე", მაგრამ არ იყო ჩართული არეულობაში, აცხადებს: „ეიზელის" ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადგან იქ არ იყო ძალა, რომელსაც შეიძლება შეეწყვიტა ძალადობა". „ყველას ყურადღება ინგლისში და მთლიანად ევროპაში ამ თამაშისკენ იყო მიმართული, არ აქვს მნიშვნელობა იყო თუ არა მაყურებელი მატჩში მონაწილე რომელიმე გუნდის გულშემატკივარი. თითქოს ისეთი სიტუაცია იყო, როდესაც ცდილობ შეაჩერო მატარებელი, რომელშიც არ არის მემანქანე". „ეიზელის" ამ ინციდენტის შემდეგ ის გახდა შედარებით პატარა, მაგრამ ბევრად უფრო ძვირფასი!". ეიზელი. „ლივერპული" – „იუვენტუსი" 29.05. 1985 ... 1985 წელს ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება „ეიზელისკენ" იყო მიპყრობილი. მანამდე... მანამდე ინგლისშიც მოხდა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი. ლუთონში „მილუოლის" გულშემატკივრების ხოცვა და პოლიციის სამარცხვინო ქმედებები. არეულობა გაგრძელდა „ჩელსისა" და „სანდერლენდის" შეხვედრაში, სადაც „ჩელსის" გულშემატკივარი შეიჭრა მინდორზე და თავს დაესხა მოთამაშეებს. ამ ორი შემთხვევის განხილვა რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა. თუმცა, შემდეგ მოხდა „ეიზელის" ტრაგედია და წინამორბედი მუხანათობანი აღარავის ახსოვდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არეულობა გამოიწვია სრულიად უწყინარმა ფაქტმა. „იუვენტუსის" გულშემატკივრები ძირითადად საშუალო ასაკის იყვნენ და ამასთან ერთად ინგლისელები ბევრად მეტნი იყვნენ. იტალიელებმა არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ინგლისელი ხულიგნების შესაჩერებლად. ლივერპულელები ტურინელთა სექტორს ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ, რამაც მიზანში მყოფი სექტორის პანიკა გამოიწვია. ამაღელვებელი ქაოსის შემდეგ ტრიბუნა ჩამოიშალა. ეს იყო საშინელი სიკვდილი და ბევრმა ტელევიზიით ალბათ ვერც უყურა ამ ამაზრზენ მომენტებს. უამრავი ლივერპულელი გულშემატკივარი დააკავეს. მათი აზრით, ყოველი მათგანის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ისინი ინგლისელები იყვნენ. ჩვეული პრაქტიკაა, რომ ამის შემდეგ „წითლების" გულშემატკივრებს სახელი შეელახათ. „ლივერპულთან" მატჩისას ლონდონის „არსენალის" გულშემატკივრები ოპონენტებს სკანდირებდნენ: მკვლელებო! მკვლელებო! ამის შემდეგ იგივე აღარ განმეორებულა „ლივერპულის" გულშემატკივრების მიმართ. ბრაიან გლენვილმა თავის წიგნ „ევროპის ჩემპიონებში" აღნიშნა, რომ ბელგიელ პოლიციელებს მატჩის დაწყებამდე შეეძლოთ დაერეკათ დამხმარე რაზმისთვის, რათა თავიდან აეცილებინათ არეულობა. მაგრამ, ისინი ასე არ მოიქცნენ. დანგრეული სტადიონი ამაზრზენად გამოიყურებოდა. დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ნებისმიერი ინგლისური კლუბის გულშემატკივარი ანალოგიურად არ მოიქცეოდა. სტატია დამზადებულია BBC-ს ფრაგმენტების და წინგ "Fever Pitch"-ის მიხედვით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |