მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 11 » ჰილ-ვუდი: „გვჯერა, რომ ვან პერსი გაახანგრძლივებს კონტრაქტს“
0:27 AM
ჰილ-ვუდი: „გვჯერა, რომ ვან პერსი გაახანგრძლივებს კონტრაქტს“
არსენალის პრეზიდენტი პიტერ ჰილ-ვუდი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი მალე მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტზე კლუბთან.

პრემიერლიგის ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირს არსებული ხელშეკრულება მეთოფეებთან მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. ჰოლანდიელ ფეხბურთელს აკვირდება რამდენიმე ევროპული გუნდი, მაგრამ, ჰილ-ვუდი დარწმუნებულია, რომ ისინი ვერ მიიღებენ ვან პერსის.

„ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია მოლაპარაკებები რობინთან, მაგრამ ცოტა ხნის წინ ამაზე არსენ ვენგერთან ვისაუბრეთ. ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ რობინი დარჩება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება".

„რობინი საოცარ სეზონს ატარებს. რამდენადაც ვიცი, ოფიციალური წინადადებით ჯერ არავის არ მოუმართავს მის თაობაზე", - განაცხადა ჰილ-ვუდმა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 750 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]