მთავარი » 2012 მაისი 9 » ჰოჯსონი ინგლისელების შემადგენლობას 16 მაისს იტყვის
9:11 PM ჰოჯსონი ინგლისელების შემადგენლობას 16 მაისს იტყვის | |
![]() ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წამსვლელი ფეხბურთელების სიას 16 მაისს დაასახელებს. ამის შესახებ ВВС იუწყება.
შემადგენლობის დასახელებიდან ოთხი დღის შემდეგ, ინგლისელები შეკრებაზე ესპანეთში გაემგზავრებიან. 26 მაისს ჰოჯსონის შეგირდები ამხანაგურ თამაშს ოსლოში ნორვეგიასთან ჩაატარებენ, ხოლო 2 ივნისს ბელგიასთან საკუთარ მოედანზე ისპარინგებენ. შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონი ინგლისელთა თავკაცად 1 მაისს დაინიშნა - იტალიელი ფაბიო კაპელო შეცვალა, რომელმაც ეს პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |