მთავარი » 2012 მაისი 2 » ჰოჯსონი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა
2:00 PM ჰოჯსონი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა | |
![]() ჰოჯსონმა 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ნაკრებთან და მისი თაოსნობით იასპარეზებს ინგლისი ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთ-უკრაინაში.
ჰოჯსონი სეზონს ვესტ ბრომვიჩთან ერთად ჩაამთავრებს, გუნდს მხოლოდ 2 მატჩიღა აქვს სათამაშო. პრემიერლიგის დასრულების შემდეგ კი 14 მაისს, როი ოფიციალურად ჩაიბარებს ინგლისის ნაკრებს. ამის შესახებ ვესტ ბრომვიჩის ოფიცალურმა საიტმაც განაცხადა: ''როი ვესტ ბრომვიჩის მწვრთნელად ბოლო ორი მატჩის განმავლობაში დარჩება, იქამდე სანამ ის 14 მაისს ოფიციალურად ჩაიბარებს ნაკრებს. მას კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება, მაგრამ კლუბი თანახმაა, რომ არსენალთან მატჩის შემდეგ ჰოჯსონი გაანთავისუფლოს დაკისრებული მოვალეობიდან." "კლუბმა დართო ნება მას გამხდარიყო ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი, როდესაც მან ამის სურვილი გამოთქვა.'' - ნათქვამია განცხადებაში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |