მთავარი » 2012 მაისი 26 » ჰოლანდია ევროპირველობის მეორედ მოსაგებად ემზადება
1:21 PM ჰოლანდია ევროპირველობის მეორედ მოსაგებად ემზადება | |
![]() ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები, რომლისთვისაც საერთაშორისო ტურნირების გადამწყვეტ ეტაპებზე იმედგაცრუება უცხო არაა, ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგებას უკრაინა-პოლონეთში ეცდება. მარტო ის რად ღირს, რომ "ნარინჯისფერებს” მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ფინალი აქვთ წაგებული. ტრადიციულად, ჰოლანდიელები ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობენ და ლამაზი თამაშით, ფავორიტის სტატუსს კიდევ უფრო იმყარებენ.
ჰოლანდიისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ევროპირველობა 1988 წელს შედგა. ჯგუფურ ეტაპზე, "ნარინჯისფერთა” მეტოქეები საბჭოთა კავშირის, ირლანდიისა და ინგლისის ეროვნული გუნდები იყვნენ. ორი მოგებითა და მარცხით, ჰოლანდია ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავიდა, 1/2-ფინალში კი, მასპინძელ დასავლეთ გერმანიას გადაეყარა და 2:1 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში, ჰოლანდიელები კარგად ნაცნობ საბჭოთა კავშირის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ჯგუფურ ეტაპზე, სსრკ-მ "ნარინჯისფერებს” 1:0 სძლია და ბუნებრივია, ჰოლანდიელებს გამარჯვება ორმაგად სწყუროდათ. რუდ გულიტისა და მარკო ვან ბასტენის გოლებით, ჰოლანდიამ მეტოქე 2:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად (და, ჯერჯერობით, უკანასკნელად) ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჰოლანდიელებმა ევროპირველობის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა 3-ჯერ მოახერხეს, რაც უდაოდ აღსანიშნავია. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე, ჰოლანდიამ საწყისი ეტაპიდანვე ფანტასტიკური შედეგი აჩვენა, დაამარცხა-რა იტალიისა (3:0) და საფრანგეთის (4:1) ნაკრებები. გენიალურ სტარტი "ნარინჯისფერებმა” რუმინეთის დამარცხებით (2:0) გააგრძელეს და ჯგუფში დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს. 2008 წლის 21 ივნისს კი, ჰოლანდიელთათვის ავადსახსენებელი მატჩი გაიმართა: მარკო ვან ბასტენის გაწვრთნილები ტურნირის 1/4-ფინალურ შეხვედრაში რუსებს დაუპირისპირდნენ და გათამაშებასაც ამ მატჩით დაემშვიდობნენ... ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, დამატებით 15-წუთიან ტაიმებში კი, რუსებმა მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს და 3:1 გაიმარჯვეს. რა გასაკვირია, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზეც, ჰოლანდიელთა მთავარი კოზირი შეტევის ხაზი იქნება. გუნდის მთავარ მეგოლეებს – რობინ ვან პერსისა და კლას-იან ჰუნტელარს, ბრწყინვალე სეზონები ჰქონდათ. ლონდონის "არსენალის” კაპიტანმა სეზონი 37 გოლით დაასრულა, გელზენკირხენის "შალკეს” ფორვარდმა კი, მეტოქეთა კარი 48-ჯერ აიღო. გოლების მხრივ, მთლად ასეთი წარმატებული ვერ იყო, მაგრამ მათ შორის, ვისაც უნდა უფრთხოდნენ მეტოქე გუნდები, არიენ რობენი აუცილებლად მოიხსენიება. რობენის არცთუ მცირე წვლილია იმაში, მიუნხენის "ბაიერნი” რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და იქაც, თვალსაჩინო უპირატესობას ფლობდა (თუმცა, პენალტების სერიაში დამარცხდა). არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ უმაღლესი კლასის ფორვარდებს პასებით ისეთი ფეხბურთელები მოამარაგებენ, როგორებიც უესლი სნეიდერი, რაფაელ ვან დერ ვარტი და მარკ ვან ბომელი არიან. აღსანიშნავია, რომ არ უკანასკნელისთვის, ევრო 2012 ფაქტობრივად უკანასკნელი დიდი ტურნირია. თანაც, ვან ბომელი გუნდის კაპიტანი გახლავთ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაცია დაარსებულია 1889 წელს ფიფას წევრია 1904 წლიდან ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის(UEFA) წევრია 1954 წლიდან ოფიციალური ვებ-გვერდი: knvb.nl პრეზიდენტი: მიხალ ვან პრაგი რეზიდენცია: ამსტერდამი ადგილი ფიფა-ს რეიტინგში: 4 ნაკრების ფერები: ნარინჯისფერი, შავი მეტსახელები: "ნარინჯისფერები” კაპიტანი: მარკ ვან ბომელი პირველი მატჩი: 1905 წლის 30 აპრილს, ბელგიასთან (4:1) ყველაზე დიდი მოგება: 2011 წლის 2 სექტემბერს, სან-მარინოსთან (11:0) ყველაზე დიდი მარცხი: 1907 წლის 21 დეკემბერს, ინგლისთან (12:2) ყველაზე მეტი მატჩი: ედვინ ვან დერ სარი (130), ფრანკ დე ბური (112), ჯოვანი ვან ბრონხოსტი (106), ფილიპ კოკუ (101), რაფაელ ვან დერ ვარტი (94), კლარენს ზეედორფი (87). ბომბარდირები: პატრიკ კლუივერტი (40), დენის ბერგკამპი (37), ფას ვილკსი, რუდ ვან ნისტელროი (ორივე - 35), აბე ლენსტრა, იოჰან კრუიფი (ორივე – 33), კლას იან ჰუნტელარი (31). მიღწევები მსოფლიოს ჩემპიონატი მე-2 ადგილი – 1974, 1978, 2010 მე-4 ადგილი - 1998 ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებული – 1988 მე-3/მე-4 ადგილები – 1976, 1992, 2000, 2004 შედეგები ევროპის ჩემპიონატზე 2008 ჯგუფური ეტაპი ჰოლანდია – იტალია 3:0 ჰოლანდია – საფრანგეთი 4:1 ჰოლანდია – რუმინეთი 2:0 1/4-ფინალი ჰოლანდია – რუსეთი 1:3 სულ: 4 მატჩი, 3 მოგება, 1 მარცხი. ბურთები: 10:4 გზა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე სან მარინო – ჰოლანდია 0:5 ჰოლანდია – ფინეთი 2:1 მოლდოვა – ჰოლანდია 0:1 ჰოლანდია – შვედეთი 4:1 უნგრეთი – ჰოლანდია 0:4 ჰოლანდია – უნგრეთი 5:3 ჰოლანდია – სან-მარინო 11:0 ფინეთი – ჰოლანდია 0:2 ჰოლანდია – მოლდოვა 1:0 შვედეთი – ჰოლანდია 3:2 ოლიმპიური თამაშები მე-3 ადგილი – 1908, 1912, 1920 მე-4 ადგილი - 1924 ამხანაგური მატჩები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატამდე 26 მაისი – ჰოლანდია - ბულგარეთი 30 მაისი – ჰოლანდია – სლოვაკეთი 2 ივნისი – ჰოლანდია – ჩრ.ირლანდია კალენდარი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე 9 ივნისი – ჰოლანდია - დანია 13 ივნისი – ჰოლანდია - გერმანია 17 ივნისი – პორტუგალია - ჰოლანდია შემადგენლობა მეკარეები მარტენ სტეკელენბურგი ("რომა”, იტალია) ტიმ კრიული ("ნიუკასლი”, ინგლისი) მიკაელ ვორმი ("სუონსი”, ინგლისი) მცველები ვურნონ ანიტა გრეგორი ("აიაქსი”, ჰოლანდია) ვან დერ ვილი ("აიაქსი”, ჰოლანდია) ჰალიდ ბულაჰრუზი ("შტუტგარტი”, გერმანია) ვილფრედ ბოუმა (პსვ, ჰოლანდია) იეტრო ვილემსი (ორივე – პსვ) ჯონ ჰეიტინგა ("ევერტონი”, ინგლისი) იორის მატეისენი ("მალაგა”, ესპანეთი) რონ ვლარი ("ფეინოორდი”, ჰოლანდია) ნახევარმცველები იბრაჰიმ აფელაი ("ბარსელონა”, ესპანეთი) მარკ ვან ბომელი (პსვ, ჰოლანდია) ნაიჯელ დე იონგი ("სიტი”, ინგლისი) ადამ მაგერი ("ალკმაარი”, ჰოლანდია) სტინ სხარსი ("სპორტინგი”, პორტუგალია) უესლი სნეიდერი ("ინტერი”, იტალია) კევინ სტროტმანი (პსვ, ჰოლანდია) რაფაელ ვან დერ ვარტი ("ტოტენჰემი”, ინგლისი) თავდამსხმელები კლას-იან ჰუნტელარი ("შალკე”, გერმანია) ლუკ დე იონგი ("ტვენტე”, ჰოლანდია) სიმ დე იონგი ("აიაქსი”, ჰოლანდია) დირკ კუიტი ("ლივერპული”, ინგლისი) არიენ რობენი ("ბაიერნი”, გერმანია) რობინ ვან პერსი ("არსენალი", ინგლისი) მთავარი მწვრთნელი: ბერტ ვან მარვეიკი შენიშვნა: როგორც ხედავთ, გაფართოებულ სიაში 27 ჰოლანდიელია. ვან მარვეიკი საბოლოო 23-კაციან შემადგენლობას 29 მაისს დაასახელებს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|