მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » მარტი » 5 » ჰოლანდიელმა ჰოლანდიელის რეკორდი დაამხო!
8:41 PM
ჰოლანდიელმა ჰოლანდიელის რეკორდი დაამხო!

      ლონდონის "არსენალის” ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, 3 მარტს ინგლისის პრემიერლიგის XXVII ტურში, "ლივერპულის” კარი ორჯერ დალაშქრა და მიმდინარე სეზონში ჯამში 25 გოლი მოუგროვდა.

28 წლის თავდამსხმელის დუბლმა, "მეთოფეებს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა, ეს ორი გოლი კი, თავად ფეხბურთელისთვის სხვა კუთხითაც იყო აღსანიშნავი. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავაში, ის მნიშვნელოვანი ფორით დაწინაურდა (8 გოლით უსწრებს უეინ რუნის) და ერთ სეზონში პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით, თანამემამულე რუდ ვან ნისტელროის გაუტოლდა, რომელმაც 2002-2003 წლების სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო.
პრემიერლიგის წლევანდელი გათამაშების დასრულებამდე, კიდევ 11 ტურია დარჩენილი და დიდი ალბათობით, ვან პერსი ნისტელროის უკან მოიტოვებს. ამასთან, ის მიუახლოვდა ფრანგ ტიერის ანრის, რომელმაც 2005-2006 წლების სეზონში "არსენალის” მაისურით 27 გოლი გაიტანა.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 674 | დაამატა: Arsenal | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]