მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » მაისი » 25 » “იუვენტუსი” ვან პერსის 6 მილიონს პირდება
4:15 PM
“იუვენტუსი” ვან პერსის 6 მილიონს პირდება
ტურინის "იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ლონდონის "არსენალიდან” რობინ ვან პერსის შესაძენად ძალისხმევას არ იშურებს.
იტალური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 28 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი უკვე იმყოფებოდა ტურინში "იუვენტუსის” წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. კლუბი მზადაა, ვან პერსის წელიწადში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ფორვარდის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე 2 მილიონით მეტია. გარდა ამისა, "იუვენტუსი” ჰოლანდიელს 10-ნომრიან მაისურს პირდება, რომელიც წლების განმავლობაში ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა. გასულ სეზონში ვან პერსიმ "არსენალში” 46 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 730 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 InTera   (2012-05-25 4:24 PM) [Entry]
auuuu

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]