მთავარი » 2012 მაისი 9 » იუვენტუსის დირექტორი ვან პერსიზე ოცნებობს
2:47 PM იუვენტუსის დირექტორი ვან პერსიზე ოცნებობს | |
![]() იუვენტუსის დირექტორი ვან პერსიზე ოცნებობს
იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა თავისი ინტერესი არსენალის კაპიტნის, რობინ ვან პერსის მიმართ. როგორც ცნობილია, ჰოლანდიელი თავდამსხმელის ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში იწურება მეთოფეებთან და მხარეებს ჯერ არ დაუწყიათ მოლაპარაკებები ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე. აქამდე იუვენტუსის ინტერესი ვან პერსის მიმართ მხოლოდ ჭორის დონეზე იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მაროტამ დაადასტურა ეს ინფორმაცია. თუმცა დირექტორს არ უთქვამს, რომ თავისი კლუბი მოთამაშისთვის წინადადების შეთავზებას აპირებს. „ვან პერსი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი მოთამაშეა მსოფლიოში და იგი კიდევ ერთი წელი დარჩება არსენალში. ასე რომ, მე შემიძლია მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა". „მე არ მივიჩნევ, რომ სამართლიანი იქნება სხვა კლუბის მიმართ მოთამაშეების სატრანსფერო მიზნად დასახელება", - განაცხადა მაროტამ Sky Sports Italia-სთან ინტერვიუში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |