მთავარი » 2012 აპრილი 20 » “იუვენტუსისთვის” პრიორიტეტი ვან პერსი
5:27 PM “იუვენტუსისთვის” პრიორიტეტი ვან პერსი | |
![]() ტურინის "იუვენტუსი” ლონდონის "არსენალის” თავდამსხმელის რობინ ვან პერსის შეძენას გეგმავს.
ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-ი იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტურინელებისთვის ჰოლანდიელი ფეხბურთელის შეძენა პრიორიტეტული იქნება. ვან პერსის "მეთოფეებთან” კონტრაქტი მომავალი წლის ბოლოს უმთავრდება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს. არადა, "არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ჰოლანდიელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |