მთავარი »
2012 » მაისი » 16 » “იუვენტუსი” ვან პერსის აგენტს შეხვდა
2:03 PM “იუვენტუსი” ვან პერსის აგენტს შეხვდა |
"ლა სტამპას” მტკიცებით ბეპე მაროტამ რობინ ვან პერსის ტრანსფერის თაობაზე ჰოლანდიელის აგენტთან ისაუბრა. თუ იტალიურ გამოცემას დავუჯერებთ, ფორვარდის წარმომადგენელი ტურინში გახლდათ და კონტრაქტის დეტალები განიხილა. "ბებერი ქალბატონი” მზადაა "არსენალის” ათ ნომერს ოთხწლიანი კონტრაქტი, წელიწადში კი 7.5 მილიონი ევრო შესთავაზოს. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, ნაკლებ სავარაუდოა მეთოფეები თავის ბომბარდირს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელიონ. ტურინელებს მომავალ სეზონში სამ ფრონტზე მოუწევთ ბრძოლა და გუნდის კლასის ამაღლება დირექტორატის უმთავრესი ამოცანაა. წყარო: football italia
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 748 |
დაამატა: Arsenal_Fan
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]