მთავარი »
2012 » თებერვალი » 14 » კევინ პრინს ბოატენგი არსენალზე საუბრობს
8:43 PM კევინ პრინს ბოატენგი არსენალზე საუბრობს |

მოგეხსენებათ, ხვალ არსენალი მილანს დაუპირისპირდება. ამ მატჩის შესახებ საუბარი არ წყდება კენჭისყრის შემდეგ. ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს.
"არსენალის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ დღეს ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ, ხოლო შემდეგ კი უკვე ძალიან ცუდად. საბოლოოდ, მათ არ აქვთ ბალანსი გუნდში. ეს ყველაფერი კი გამოუცდელობის ბრალია. მეთოფეებმა არ იციან როგორ მოიგონ ტიტული. ყოველთვის ახლოს არიან მიზანთან, მაგრამ... არსენალს ყოველთვის რაღაც აკლდა. ეს არის ცოტა გამოცდილება, რაც საკამრისზე მეტი გვაქვს მილანში და მათ სწორედ ეს ჭირდებათ.
თანამედროვე მსოფლიოში, რომ მიაღწიო წარმატებას უნდა დახარჯო ფული. თასების მოგებას თუ ცდილობ 20 მილიონის დახარჯვა არ უნდა გენანებოდეს. ტიტულების მოსაგებად საჭიროა ფანტასტიური ფეხბურთელების ყოლა. არსენალს ჰყავს დიდებული ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაგრამ თუ მათ 2-3 სუპერ ვასკვლავს დაამატებთ, უკვე დიდი განსხვავება იქნება. ამ შემთხვევაში სხვა გუნდის ფეხბურთელები შეშინდებიან და იფიქრებენ: "ოჰ, ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში?" არსენალი ბარსელონას მსგავსად თამაშობს, მაგრამ გამოუცდელობის გამო არაფერი გამოსდით." - განაცხადა კევინ პრინს ბოატენგმა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 797 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]