მთავარი »
2012 » თებერვალი » 11 » კოკელანი: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებები ამ ტემპით"
4:55 PM კოკელანი: "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებები ამ ტემპით" |
 ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, ფრენსის კოკელანი მიიჩნევს, რომ თუ გუნდი დაამარცხებს "შავ კატებს", მაშინ "მეთოფეები" "მილანს" "სან სიროზე" უფრო დიდი სტიმულით ესტუმრებიან...
"მეთოფეებს" წინ ურთულესი მატჩები ელით. ისინი ჯერ "სანდერლენდს" უნდა ეწვიონ "სტადიუმ ოფ ლაითზე" პრემიერ ლიგის 25-ე ტურში კვირას, ხოლო შემდეგ "მილანს" "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ოთხშაბათს.
ჩრდილოეთ ინგლისსა და იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, "არსენალს" ლონდონის დერბიში მოუწევს "ტოტენჰემ ჰოთსფურთან" თამაში. ამ ურთულესი განრიგის მიუხედავად, კოკელანი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ამ გამოცდას ფრიადზე ჩააბარებს.
"ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ყველა მატჩში, რადგან ყველა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ჩვენ "ბლექბერნთან" არაჩვეულებრივი სპექტაკლი ვაჩვენეთ, მაგრამ რამდენიმე ტურის წინ დავმარცხდით "ბოლტონთან", რადგან გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა".
"ამ კვირას ჩვენ გვაქვს თამაში "სანდერლენდთან", ამიტომ ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ძალები და მოვემზადოთ ამ რთული დაპირისპირებისთვის, რადგან თუ "შავ კატებს" დავამარცხებთ, დიდი შანსი იქნება გავიმეოროთ იგივე მილანთან". - განაცხადა კოკელანმა.
"ჩვენ უმაღლესი დონის გუნდი ვართ - "არსენალი" გამოცდილი ოსტატებით არის დახუნძლული. ჩვენ შეუძლებელი მიზნების მიღწევა შეგვიძლია და თითოეულ მატჩში გამარჯვებისათვის ბოლომდე დავიხარჯებით".
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 734 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]