მთავარი » 2012 მაისი 8 » კოკელენი: „ყურადღება ვესტ ბრომვიჩზე უნდა გავამახვილოთ“
5:27 PM კოკელენი: „ყურადღება ვესტ ბრომვიჩზე უნდა გავამახვილოთ“ | |
![]() ფრანცის კოკელენი აცხადებს, რომ არსენალმა არ უნდა იფიქროს ნორვიჩთან გულდასაწყვეტ ფრეზე (3:3) და უნდა გაამახვილოს ყურადღება ვესტ ბრომვიჩის დასამარცხებლად.
მეთოფეებმა გამარჯვება მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე დაკარგეს, როდესაც სტივ მორისონმა აიღო არსენალის კარი. კოკელენი აღიარებს, რომ ეს მძიმე დარტყმა იყო გუნდისთვის, მაგრამ მან აღნიშნა, რომ არსენალმა უნდა შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება და ყურადღება სეზონის ბოლო მატჩზე უნდა გაამახვილოს. „როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ქამბექი და გავედით წინ, ანგარიშით 3:2, ველოდებოდით შეხვედრის ამგვარად დასრულებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ამიტომ რა თქმა უნდა, მთელი გუნდი იმეგაცრუებული დარჩა", - აცხადებს კოკელენი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში. „ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ მეორე ტაიმში და გავიტანეთ ორი გოლი, მაგრამ არც ნორვიჩს ვუკარგავ შრომას - ისინი არ დაგვნებდნენ და შეძლეს წარმატების მიღწევა. ჩვენ ვიბრძვით მესამე ადგილისთვის, მაგრამ ეს იყო მძიმე დარტყმა ჩვენთვის". „ახლა ჩვენ ყურადღება მხოლოდ ვესტ ბრომვიჩზე უნდა გავამახვილოთ და უნდა ვეცადოთ სამი ქულის მოპოვებას". „ჩვენ გვაწყობს, რომ ტოტენჰემმა და ნიუკასლმა დაკარგონ ქულები, მაგრამ, სეზონის ბოლოა და ჩვენ 100% უნდა გამოვავლინოთ. ჩვენ დაგვრჩა ბოლო მატჩი და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |