მთავარი » 2012 ივნისი 1 » კოშიელნი: "ჩემი წარმატების გასაღები ვარჯიშია"
8:01 PM კოშიელნი: "ჩემი წარმატების გასაღები ვარჯიშია" | |
![]() ლორან კოშიელნიმ გვიამბო თუ როგორ ინარჩუნებდა მის საუკეთესო ფორმას სეზონის მიმდინარეობისას.
მას შემდეგ რაც ფრანგი მცველი არსენალს 2011 წელს შეუერთდა ლორიენიდან მან გაიარა ადაპტაცია ინგლისურ ფეხბურთთან და უკვე ჩაატარა მეორე ბრწყინვალე სეზონი არსენალის რიგებში. კოშიელნი იყო ერთერთი სტაბილური ფეხბურთელი არსენ ვენგერის განაცხადში და ამას გულშემატკივრების დიდი რაოდენობაც აღიარებს. თავად ფეხბურთელი თითოეულ მათგანს მადლობას უხდის, ვინც მას მხარი დაუჭირა ამათუიმ გამოკითხვაში და თამაშების მიმდინარეობისას. " მე ბევრს ვვარჯიშობდი სატრენაჟორო დარბაზში და ამან მე უფრო გამაძლიერა. მე თავს შარშანდელთან შედარებით გაცილებით ძლიერად ვგრძნობ. მე ვიცი, რომ პრემიერლიგა და ჩემი კლუბი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერთან გავიარე ადაპტაცია და დავიმკვიდრე თავი ლონდონში. მე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მზად ვარ დავეხმარო ჩემს გუნდს. მე ძალიან მსურდა მიზეზების და გამო არსენალს სეზონი მესამე ადგილზე დაესრულებინა, ჩვენ კი ეს შევძელით. მე ჩავატარე მიმდინარე სეზონი უფრო უკეთ ვიდრე წინა. მე გავხდი ძლიერი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. მე ძალიან ვამაყობ, რომ ჩემმა ვარჯიშმა გამოიღო შედეგი და დავეხმარე კლუბს რეზულტატის მიღწევაში, ვფიქრობ რომ ჩემი წვლილიც არის იმაში, რაც არსენალმა მიმდინარე სეზონში გააკეთა. მე ვცდილობ, რომ გავხდე ძლიერი და საუკეთესო მცველი არსენალში. მე ჩავატარე ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა, მაგრამ მათგან გამოვარჩევდი მატჩს "ქათმებთან", რადგან ჩვენ უკვე 25 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით ვაგებდით, მაგრამ დარჩენილ დროში ჩვენ უფრო მეტი შევძელით, ვიდრე ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა. ეს იყო დერბი. ატმოსფერო საუკეთესო იყო. გულშემატკივრები ძალიან ბედნიერები იყვნენ და ეს იყო კარგი თამაში თითოეული ჩვენთაგანისგან, და ასევე მათთვის ვინც ამ შეხვედრას ტელევიზორით მიადევნა თვალი",- განაცხადა ლორან კოშიელნიმ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |