მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » ივნისი » 1 » ხუთშაბათის სატრანსფერო ცხელ-ცხელი ამბები
8:08 PM
ხუთშაბათის სატრანსფერო ცხელ-ცხელი ამბები
ე ამ სტატიით გაგაცნობთ ხუთშაბათის ტრანსფერების ცხელ-ცხელ ამბებს. 

"ჩელსის" თავისი მიზნების განსახორციელებლად მუსა დემბელე სჭირდება. 

"პსჟ" მზად არის გადაიხადოს 150 მილიონი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ უეინ რუნიში. 

"ტოტენჰემის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი გუნდის დატოვებასთან ახლოს არის. 

ყველას კარგად მოეხსენებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა "ჩელსიმ" უკვე ოფიციალურად გაიფორმა "ლილის" 22 წლის ნახევარმცველი ედენ აზარი. მათ კი ეხლა სურთ ედენისთვის კომფორტის შესაქმნელად მათ გუნდში მოიყვანონ მისი თანამემამულე "ფულემის" ნახევარმცველი მუსა დემბელე და მასში ლონდონელებს არისტოკრატები 10 მილიონს სთავაზობენ. (The Sun) 


"ტოტენჰემი" და "ჩელსი" ერთმანეთში იბრძვიან "ნიუკასლის" აფრიკელი თავდამსხმელისთვის დემბა ბასთვის . მისი ღირებულება კი 7 მილიონი ფუნტია. (Daily Mirror) 

"მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ტოტენჰემ ჰოტსპურის" ხორვატი თავდამსხმელით ლუკა მოდრიჩით. (Daily Star) 

პრემიერლიგის ახალბედა კლუბი "ვესტ ჰემ იუნაიტედი" დაინტერესებულია "ფულემის" 26 წლის ახალგაზრდა ინგლისელი მეკარეთი დევიდ სტოკდეილით, რადგან გუნდის ინგლისელ კიპერს რობერტ გრინს გუნდთან კონტრაქტის ვადა უმთავრდება. (The Sun) 

”მეთოფეების” შვეიცარიელმა მცველმა იოჰან ჯურუმ განაცხადა, რომ იგი ამ ზაფხულში ლონდონს დატოვებს და ფეხბურთის სათამაშოდ სხვა ქვეყანაში გაემგზავრება. (Goal)

"შალკე 04"-მა "ტოტენჰემ ჰოტსპურს” გუნდის ჰოლანიდელ ნახევარმცველ რაფაელ ვან დერ ვაარტში 10 მილიონი შესთავაზა და რაფაელიც მოხარული იქნება თუ იგი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. (Daily Mail) 

"ბლექბერნის" ყოფილი კაპიტანი კრისტოფერ სამბა შეიძლება კვლავ დაბრუნდეს პრემიერლიგაში და იგი "ქპრ"-ს შემადგენლობას დაუბრუნდეს. (Daily Mail) 

"ტოტენჰემი" და "ნიუკასლი" იბრძვიან "მანჩესტერ სიტის" 24 წლის ვინგერისთვის ადამ ჯონსონისთვის. (The Sun) 

"პსჟ" მზად არის გადაიხადოს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელში უეინ რუნიში 150 მილიონი. (Sport.es) 

"პორტუმ" "ჩელსის" ჰალკში 40 მილიონი მოსთხოვა. (Metro) 

პრმეიერლიგის სამი გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და ლონდონის "ჩელსი" დაინტერესებულები არიან "დნიპროს" 22 წლის ნახვეარმცველით ევგენიუ კონოპლიანკეთი. (talkSPORT) 

"სანდერლენდი" იმედოვნებს, რომ გუნდში "უიგან ატლეტიკის" სენეგალელ ნახვეარმცველს მუჰამედ დიამეს მოიყვანენ. 

"ჩელსის" ახალგაზრდა ნახვეარმცველი როემულ ლუკაკუ ფიქრობს, რომ მან ახალი მწვრთენლის მოსვლამდე უნდა დატოვოს გუნდი იჯარის წესით. (Daily Star) 



სხვა ამბები: 

"ჩელსის" ახალგაზრდა მცველს რაიან ბერტრანდს გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი დაუმთავრდა და მან გუნდში უფრო გაუმჯობესებულ კონტარქტს მოაწერა ხელი. (Daily Mail) 

"ჩელსის" გერმანელი მოტამაშე მარკო მარინი ფიქრობს და იმედოვნებს, რომ იგი მომავალ წელს გუნდის მთავარ თერთმეტეულში დაიმკვიდრებს ადგილს. (Goal) 

"გლაზგო რიენჯერსის" ყოფილმა მწვრთნელმა გორდონ სმითმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს "ლივერპულში" დირექტორის პოზიციაზე მუშაობა. (Goal) 

FA-მ გაყიდა 300 ათასი ბილეთი ევრო-2012-ის ინგლისის ჯგუფურ თამაშებზე. (The Independent) 

"სონსი" აპირებს ბრედან როჯერის შემცვლელად მოიყვანონ "ბრაიატონის" მთვარი მწვრთნელი გას პოიეტი. (Daily Mirror) 

ზუსტად ამ დღეისთვის პრემიერლიგაში სატრანსფეროდ დაიხარჯა 1.2 მილიარდი ფუნტი და ჯერ წინ მთელი ზაფხული გვაქვს. (Deloitte)
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 653 | დაამატა: Arsenal_Fan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]