მთავარი » 2012 ივნისი 7 » ხუთშაბათის სატრანსფერო ცხელ-ცხელი ამბები
5:38 PM ხუთშაბათის სატრანსფერო ცხელ-ცხელი ამბები | |
მე ამ სტატიით ხუთშაბათის სატრანსფერო ცხელ-ცხელ ამბებს შემოგთავაზებთ. "ჩელსიმ" დი მატეოს დატოვება გადაწყვიტა. "ასრენალს" ალიშერ უსმანოვი აღარ სჭირდება. "მანჩესტერ სიტი" მზად არის გაყიდოს ედინ ჯეკო. "ჩელსი" მზად არის გადაიხადოს 20 მილიონი "ევერტონის" ბელგიელ ნახევარმცველში მარუან ფელაინიში. "დინამო კიევი" "ტოტენჰემის" ხორვატიელ ნახევარმცველს ნიკო კრანჩარს 4 მილიონ ფუნტად შეიძენს. მოულოდნელი ამბავი:: "მონპელიეს" თავდამსხმელით ოლივერ ჟირუთი "ქუინზ პარკ რეინჯერსი" ინტერესდება. "მანჩესტერ სიტიმ" გადაწყვიტა გუნდში არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევეზი დატოვოს, ამის სანაცვლოდ კი გუნდს ედინ ჯეკო ტოვებს. "ზენიტის" გენერალურმა დირექტორმა მაქსიმ მიტროფანომა განაცხადა, რომ იგი მზად არის "არსენალის" თავდამსხმელი ადნრეი არშავინი გუნდში ოფიციალურად დაიბრუნოს. "საუთჰემპტონი" და "ბარნლი" შეთანხმების ბოლო გზას ადგანან, "საუთჰემპტონი" "ბარნლის" თავდამსხმელს ჯეი როდრიგესს 7 მილიონ ფუნტად შეიძენს. "ფულემში" იჯარით გადასულმა ფეხბურთელმა პაველ პაბრენიანკმა განაცხადა, რომ მას ინგლისში დარჩენა სურს. სხვა ამბები: იტალიის ეროვნული ნაკრები "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელით რობერტო მანჩინით ინტერესდება. "ჩელსიმ" განაცხადა, რომ მომავალ წელს მათი თავკაცი იტალიელი სპეციალისტი რობერტო დი მატეო იქნება. "ჰალ სიტიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტი სტივ ბრიუსს შესთავაზა. "ასრენალის" აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა განაცხადა, რომ კლუბი ამ ზაფხულში რამოდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელით დაკმაყოფილდება. თუ ხვალ ევრო-2012-ის პირველ მატჩზე ჯონ ტერი არ იქნება, ინგლისელი მცველი მთელ ტურნირს გამოტოვებს. ინგლისის ეროვნული ნაკრების მძღოლი ზიგმუნტ კუკლა პოლონეთში(კრაკოვში) ყველაზე პოპულარული ადამიანია იგი ორკესტრში უკრავს და ავტობუსის მართვა მისი ჰობია. უეფას პრეზიდენტმა მსაჯებს მოუწოდა, რომ ისინი თამაშს გააუქმებენ იმ შემთხვევაში თუ იმ თამაშზე რასისტული ძალადობა მოხდება. დღის ხუმრობა: ![]() ერთხელ "სტოკ სიტის" თავდამსხმელს პიტერ კრაუჩს: შენ, რომ ბავშვობაში ფეხბურთელი არ გამოსულიყავი სხვა რა გამოხვიდოდიო? კრაუჩმა კი უპასუხა: "მე ღვრთისმშობელი გამოვიდოდიო! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |