მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 2 » ლუკას პოდოლსკი: არსენალი დიდი კლუბია
10:40 PM
ლუკას პოდოლსკი: არსენალი დიდი კლუბია
გერმანელი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი, რომელიც მომავალი სეზონიდან არსენალის ღირსებას დაიცავს, დარწმუნებულია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.

„როგორც კი მივიღე შემოთავაზება, მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სწორი არჩევანი. არსენალს უკავშირდება - დიდი სახელი მსოფლიო ფეხბურთში, ბრწყინვალე მწვრთნელი და შესანიშნავი სტადიონი", - აცხადებს პოდოლსკი ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

26 წლის გერმანელი კიოლნს მეორედ დატოვებს. 2006 წელს პოდოლსკი ბაიერნმა შეიძინა, თუმცა ფეხბურთელისთვის მიუნხენში კარიერა წარუმატებლად განვითარდა და 2009 წელს იგი დაბრუნდა კიოლნში.

„როდესაც მე ვიყავი მიუნხენში, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და გამოცდილება შევიძინე. მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩემს კარიერაში ყველაფერი კარგად განვითარდება", - განაცხადა პოდოლსკიმ, რომელმაც დასძინა, რომ თავისი გული ყოველთვის კიოლნში იქნება.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 702 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]