მთავარი » 2012 მარტი 9 » ლუკას პოდოლსკი არსენალს ზაფხულში შეუერთდება
1:10 PM ლუკას პოდოლსკი არსენალს ზაფხულში შეუერთდება | |
![]() პოდოლსკიმ "ანჟის” ორჯერ მაღალ ანაზღაურებაზე უარი უთხრა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "კიოლნის” თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რუსეთის პრემიერლიგის მახაჭკალის "ანჟიში” არ გადავა. ინგლისური პრესის ცნობით, 26 წლის პოლონური წარმოშობის გერმანელმა, რუსული პრემიერლიგა ინგლისურისაზე ორჯერ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ არ გაცვალა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში ის ლონდონის "არსენალს” შეუერთდება, გერმანული კლუბი კი, ტრანსფერის სანაცვლოდ 10,9 მილიონ ევროს მიიღებს. პოდოლსკი "მეთოფეებთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი კვირაში დაახლოებით 100 ათასი ევრო იქნება, რასაც სხვადასხვა სახის ბონუსი დაემატება. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
