მთავარი » 2012 მაისი 15 » ლუკას ბიგლიათი არსენალი და რეალი ინტერესდებიან
8:45 PM ლუკას ბიგლიათი არსენალი და რეალი ინტერესდებიან | |
![]() ანდერლეხტისა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკას ბიგლიამ აღიარა, რომ არსენალი და რეალი უკვე დაუკავშირდნენ თავის აგენტს და ის ელის, რომ მომავალ ზაფხულში ერთ-ერთ კლუბში განაგრძობს კარიერას.
ერთი ვერსიით, მეთოფეები უკვე რამოდენიმე წელია თვალს ადევნებენ ნიჭიერ არგენტინელ მოთამაშეს. ამ სეზონში ბიგლიამ ანდერლეხტთან ერთად მოიგო ბელგიის ჩემპიონატი და იგი მზად არის ძალები უფრო ძლიერ ჩემპიონატში მოსინჯოს. „დიახ სიმართლეა, რომ რეალი და არსენალი ინტერესდებიან ჩემით. რეალი აქტიურად უკავშირდებოდა ჩემს აგენტ ენცო მონტეპაონოს ჩემი სიტუაციის გასარკვევად. თუმცა, ოფიციალური წინადადება ამას არ მოჰყოლია". „არსენალზე იგივეს ვერ გეტყვით. მე მხოლოდ ეს ორი კლუბი მაინტერესებს. ჩემი კონტრაქტი ანდერლეხტთან ძალაშია 2015 წლამდე, მაგრამ კლუბმა უკვე იცის, რომ წასვლა მინდა. ჩემი სატრანსფერო თანხა მათ უკვე გამოკვლეული აქვთ და თუ ვინმე მზად იქნება გადასახდელად, ანდერლეხტი გამიშვებს", - განაცხადა ბიგლიამ. როგორც ცნობილი გახდა, 26 წლის ბიგლიას სატრანსფერო თანხა 8 მილიონ ფუნტს შეადგენს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |