მთავარი » 2012 მაისი 21 » მარტინ კიოუნი: "მივცეთ რობინს დრო"
10:01 PM მარტინ კიოუნი: "მივცეთ რობინს დრო" | |
![]() დღეს არსენალის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მარტინ კიოუნმა რობინ ვან პერსიზე ისაუბრა. მისი თქმით, არსენალმა დრო უნდა მისცეს ჰოლანდიელ კაპიტანს და წნეხის ქვეშ არ უნდა მოაქციოს.
"ვთვლი, რომ ჩვენ რობინს ფიქრისთვის დრო უნდა მივცეთ და ის ამისთვის არ უნდა დავახრჩოთ. ჩვენც და რობინსაც კარგად გვესმის ის თუ რას წარმოადგენს იგი არსენალისთვის. მან თავისი შრომითა და ბრძოლით მიაღწია იმას, რომ არსენალს მისი სწამდეს და პატივს სცემდენ მას. თუ ის გუნდს დატოვებს ის უნდა ხვდებოდეს იმას, რომ სხვაგან ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს და პირველ რიგში იმის, რომ სცადოს და მოიპოვოს სხვაგან ის სიყვარული და ნდობა რაც მას არსენალში აქვს. რაც არ უნდა იყოს მჯერა, რომ რობინის გადაწყვეტილებას ფინანსური მოტივი არ განაპირობებს. მას ტიტულების მოგება სურს. ვფიქრობ, რომ ეს ისეთი მომენტია, როდესაც რობინის გული და გონება ერთმანეთს უპირისპირდება. ჩემთვის ყველაზე კარგი მოსასმენი იქნება თუ მისგან შემდეგს სიტყვებს გავიგებ: "ეს ჩემი გუნდია, მე არ ვაპირებ სხვაგან თამაშს და მსურს, რომ ჩემი მხრიდან გამოვხატო ჩემი მადლიერებისა იმ რწმენისთვის, რომელიც მათ ჩემს მიმართ გააჩნიათ და მინდა, რომ ვიყო იმ პროექტის ნაწილი, რომელსაც არსენალი განახორციელებს." ჩვენ უნდა დაველოდოთ იმას თუ რა პასუხს მოგვცემს რობინი და რა თქმა უნდა არსენალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება, რადგანაც ახლო წარსულში მათ საკმარისზე მეტიი ფეხბურთელი დაკარგეს. თუ ვან პერსიც მათ გზას გაუყვა ვთვლი, რომ ეს მძიმე დარტყმა იქნება არსენალისთვის და გარკვეული დრო დასჭირდებათ მათ მის შესაცვლელად" | |
|
სულ კომენტარები: 0 | |