 ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელმა, პერ მერტესაკერმა აღიარა, რომ ის სხვა გუნდში თავისივე სურვილით არ გადავიდა. მისი თქმით, მას ლონდონში სურს ცხოვრება...
გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მისი მთელი კარიერა გერმანიის ჩემპიონატ ბუნდესლიგაში გაატარა, თუმცა ყოფილ გუნდში მოთამაშეს არ ეძლეოდა სასურველი, საკმარისი სათამაშო პრაქტიკა და მან გასულ ზაფხულს გადაწყვიტა გადასულიყო ინგლისში, კერძოდ კი ლონდონურ "არსენალში".
მიმდინარე წლის ზამთარში ფეხბურთელს არ მიეცა დასვენების საშუალება, რადგან მას მოუწია ბევრი ვარჯიში იმისათვის, რომ გაეარა ადაპტირება გუნდში.
"ზამთრის შესვენების გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ მე დიდი ხანი გავატარე ჩემს ოჯახთან ერთად საშობაო დღესასწაულების დროს. მე ამითაც კმაყოფილი ვარ".
"მე არც მინანია ჩემი გადაწყვეტილება - "არსენალში" გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დავისვენე ზამთარში, გერმანიაში კი მქონდა ყოველი წლის ბოლოს შანსი, წავსულიყავი დასასვენებლად. მე აქ მაინც ბედნიერი ვარ".
"მართალია, მე მე არ დამისვენია ზამთარში, თუმცა დავისვენო შობა-ახალი წლის დროს. ეს სულ სხვადასხვა რამაა, მაგრამ მე ეს მირჩევნია. მე აქ მინდა, ეს ჩემი ახალი ცხოვრებაა, რომელსაც დარწმუნებული ვარ მალე შევეგუები".
მერტესაკერმა ასევე ისაუბრა "არსენალში" გადასვლიდან მის პირველ 6 თვეზე:
"ჩემთვის ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ინგლისში ფეხბურთელები ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ბუნდესლიგაში. მე კი ძალიან მიყვარს კონკურენცია".
"პირადმა ცხოვრებამ არ უნდა შეეხოს ფეხბურთს. მე ინგლისში პირადი ცხოვრების გასაუმჯობლესებლად არ ჩამოვსულვარ, არამედ აქ ფეხბურთის სიყვარულმა ჩამომიყვანა. თანაც აქ ბევრი მეგობარი მყავს".
"ლონდონი კოსმოპოლიტური ქალაქია. აქ ბევრი რესტორანია, რომელთა მენიუც სხვადასხვა ქვეყნის კერძებისგან შედგება: ინგლისური კერძის, ფრანგული კერძის, იტალიური კერძის, გერმანული კერძისა და სხვა მრავალისაგან. მე ძალიან მომწონს აქაურობა".
|